ანდრე-მარი ამპერი – „ეპიზოდი”

ერთხელ მეცნიერული გამოთვლებით გონებადაკავებული გენიალური ფრანგი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ელექტრომაგნეტიზმის ფუძემდებელი – ანდრე-მარი ამპერი (1775-1836 წლები), ქუჩაში ზუსტად ისეთივე შავ დაფას გადააწყდა, როგორიც აუდიტორიაში გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) გახარებულმა მეცნიერმა ჯიბიდან უმალვე ცარცი ამოიღო (რომელსაც მუდმივად თან ატარებდა) და მასზე სხვადასხვა ფორმულების გამოსახვა დაიწყო. მოულოდნელად დაფა, რომელზედაც ამპერი წერდა, ადგილიდან ნელი სვლით დაიძრა. მიუხედავად ამისა, იგი მას უკან აედევნა და რამდენიმე ხნის მანძილზე დაფაზე კვლავაც ფორმულების გამოსახვას განაგრძობდა. დიდი მეცნიერი აზრზე ქუჩაში გამვლელი ადამიანების ხმამაღალმა სიცილმა მოიყვანა და სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ შავი დაფა, რომელზეც მას თავისი ფორმულები გამოჰყავდა, ოთხთვალა ეტლის – კარეტის უკანა კედელი იყო. (ავტორი გენია.ჯი)

P.S. პარიზში,მონმარტის სასაფლაოზე დაკრძალული ანდრე-მარი ამპერის საფლავის ეპიტაფიაა: “ის ისეთივე კეთილი და უბრალო იყო,როგორიც – დიადი”. – (ავტორი გენია.ჯი)

ანდრე-მარი ამპერისა და მისი ვაჟის საფლავი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>