ალესანდრო ვოლტა – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,საფრანგეთის იმპერატორი – ნაპოლეონ I ბონაპარტი იმდენად აღტაცებული გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი ფიზიკოსის,ქიმიკოსისა და პირველი ელექტრული ფიჭის (ბატარეის პროტოტიპი) შემქმნელის – ალესანდრო ვოლტას (1745-1827 წლები) მოღვაწეობითა და სამეცნიერო მიღწევებით,რომ მას ბევრ დიად ფრანგ მეცნიერზე წინაც კი აყენებდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ,პარიზში განთავსებული საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში სტუმრად მისულმა ნაპოლეონმა დაფნის გვირგვინი იხილა,რომელზე გაკეთებულ ლენტსაც დიდი ასოებით ეწერა: “დიად ვოლტერს”.ფრანგი მეცნიერებისდა გასაკვირად,იმპერატორმა აღნიშნულ წარწერაზე ასოები ისეთი კომბინაციით წაშალა,რომ მასზე “დიად ვოლტერს”,ნაცვლად – “დიად ვოლტს” გამოისახა.
სამწუხაროა,თუმცა ფაქტია,რომ დიდი ფრანგი მეცნიერის (რომლის საპატივცემულოდაც ეწოდა ძაბვის ერთეულს – ვოლტი) – ალესანდრო ვოლტას ყველა პირადი ნივთი,რომელიც წარმოდგენილი იყო მისივე ხსოვნისადმი მიძღვნილ გამოფენაზე,გამოფენის მომსახურე პერსონალის დაუდევრობის შედეგად გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. – (ავტორი გენია.ჯი)