ალბერტ შვეიცერი – “ეპიზოდი”
გერმანული წარმომავლობის მქონე დიდი ფრანგი პროტესტანტი თეოლოგი,ფილოსოფოსი და ექიმი - ალბერტ შვეიცერი (1875-1965 წლები),არა მხოლოდ ნობელის პრემიის ლაურეატი გახლდათ,არამედ სამ სხვადასხვა სფეროში დოქტორის ხარისხის მატარებელიც იყო. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ფაქტი კი,თავის მხრივ,მრავალი ადამიანის გაოცებას იწვევდა.შვეიცერის ერთ-ერთმა მეგობარმა ცნობისმოყვარეობა ვერ დამალა და ალბერტს ჰკითხა,თუ როგორ მოახერხა მან სამი სადოქტორო ხარისხის მიღება.
- ეს ძალიან მარტივი ასახსნელია: მესამე სადოქტორო ხარისხი იმიტომ მომანიჭეს,რომ უკვე ვფლობდი ორ სადოქტორო ხარისხს.მეორე სადოქტორო ხარისხი იმიტომ მომანიჭეს,რომ უკვე მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მატარებელი ვიყავი.ხოლო პირველი სადოქტორო ხარისხი კი იმიტომ მომანიჭეს,რომ იმ პერიოდში არც ერთი სადოქტორო ხარისხის მფლობელი არ ვყოფილვარ. – უპასუხა დიდმა მეცნიერმა. – (ავტორი გენია.ჯი)