პითაგორა სამოსელის ოჯახის შესახებ…
60 წლის ასაკში მყოფმა გენიალურმა ძველ ბერძენმა ფილოსოფოსმა,მათემატიკოსმა და მისტიკოსმა – პითაგორა სამოსელმა (ძვ.წ.აღ-ით 570-490 წლები),თავის ერთ-ერთ ახალგაზრდა მოსწავლე გოგონაზე – თეანოზე (ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეები) იქორწინა (ერთ-ერთი ვერსიით,თეანო პითაგორას ფილოსოფოსი მეგობრის – ბრონტინოს მეტაპონელის ქალიშვილი იყო). (ავტორი გენია.ჯი) როგორც მრავალი ისტორიული წყარო ირწმუნება,თეანო არა მხოლოდ იშვიათი სილამაზითა და გონიერებით,არამედ ქმრის მიმართ უსაზღვრო სიყვარულითა და ერთგულებითაც გამოირჩეოდა.პითაგორასა და თეანოს თანაცხოვრებაში ორი ვაჟი და ერთი გოგონა,სახელად – დამო შეეძინათ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ მოგვიანებით,დიდი მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის სამივე შვილი მამის ფილოსოფიური ხედვების მიმდევარი გახდა.მიუხედავად მწირი ინფორმაციებისა,ცნობილი ხდება,რომ აღნიშნული თვისებით თავი განსაკუთრებით – დამომ გამოიჩინა,რომელიც მამის მსგავსად ერთობ ცნობილ მათემატიკოსად და პითაგორელ-ფილოსოფოსად ჩამოყალიბდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად,პითაგორამ თავისი უნიკალური ნაშრომები მემკვიდრეობით სწორედ თავის ქალიშვილს გადასცა.დამომ გენიალური მამის ქმნილებები სათანადოდ შეინახა და დაიცვა.ამას ისიც ადასტურებს,რომ სამოსელის შემოქმედების მემკვიდრე ქალიშვილმა უარი განაცხადა იმ პერიოდისათვის უზარმაზარი თანხის სანაცვლოდ გაეყიდა ისინი.გარდაცვალებამდე მიცირეოდენი ხნით ადრე,დამომ მამის ნაშრომები მემკვიდრეობით თავისივე ქალიშვილს – ვიტალს გადასცა.სამწუხაროდ,აღნიშნული ნაშრომებიდან ჩვენამდე მხოლოდ მცირეოდენმა ნაწილმა მოაღწია. – (ავტორი გენია.ჯი)