“გალაკტიონის სიკვდილის შემდგომი ნიღბის” შესახებ…

როცა გალაკტიონმა თავი მოიკლა,ჩვენ,ახალგაზრდები,მწერალთა სახლში მის ცხედარს ღამეს ვუთევდით.შუაღამისას ვიღაცამ თქვა: რა დიდებული სახეა,მოდით,ნიღაბი გადავუღოთო! ჩვენს შორის,მოქანდაკე გიგლა ფირცხალავაც აღმოჩნდა.იგი სამხატვრო აკადემიაში გაიქცა,ამ საქმის ოსტატი გააღვიძა,რომელიც იქვე ცხოვრობდა და მოიყვანა… ყალიბი ავიღეთ და ოსტატმა თან წაიღო,რომ სახელოსნოში ნიღაბი დაემზადებინა… გავიდა ხანი და მწერალთა კავშირის ხელმძღვანელს მოახსენეს ნიღბის არსებობის შესახებ,სად არისო? – იკითხა.ხელოსანს აქვს,გამოსასყიდს თხოულობს,ხუთას მანეთსო, – უპასუხეს,რა ამბავია,ხუთასი მანეთი? – აღშფოთდა ხელმძღვანელი. – ნამეტანი ძვირია,უთხარით,ცოტა დაუკლოსო!.. ხელოსანმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა: ნაკლებად არ გავყიდიო… გავიდა კიდევ დრო,ლიტერატურულ მუზეუმში გალაკტიონის ექსპოზიცია მზადდებოდა და პოეტის ნიღაბი დასჭირდათ.ხელოსანმა ახლა ხუთიათასი დააფასა.ვერც ამაზე შეთანხმდნენ… მაშინ ერთმა ჭკვიანმა კაცმა მწერალთა კავშირის ხელმძღვანელს უთხრა: მე გირჩევთ,ის ნიღაბი ახლავე გამოისყიდოთ,თორემ დრო გავა,გალაკტიონის ფასი აიწევს და მაშინ მის ნიღაბს ასი ათას მანეთადაც ვერ იყიდითო! – (გამოჩენილი ქართველი პოეტისა და ლიტერატორის – მიხეილ ქვლივიძის მოგონებებიდან…) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>