ოლივერ რიდი – “ეპიზოდი”

მარგინალური როლების შესრულებით სახელგანთქმული ბრიტანელი მსახიობი – ოლივერ რიდი (1938-1999 წლები),ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა,რასაც საბოლოო ჯამში მისი სიცოცხლეც კი ემსხვერპლა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთ ინტერვიუში,მსახიობმა აღიარა: “ჩემი სახელით მე ძალიან ბევრი სერიოზული განცხადება გამიკეთებია,თუმცა მათგან არც ერთი არ მახსოვსო”, – რაც ერთგვარად მიანიშნებდა ალკოჰოლიზმისაგან გამოწვეულ ამნეზიაზე.ოლივერის სახელს განსაკუთრებული პოპულარობა შესძინა გენიალური ინგლისელი კინორეჟისორის – რიდლი სკოტის მიერ გადაღებულმა ფილმმა – “გლადიატორმა”,სადაც რიდმა გლადიატორთა მოხეტიალე ცირკის მეპატრონის ეპიზოდური როლი შეასრულა. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ოლივერი სწორედ აღნიშნული ფილმის გადაღებების დროს გარდაიცვალა და შესაბამისად,ის წარმატება,რაც ფილმმა მოუტანა,სიცოცხლეში ვერ მოესწრო.მისი გარდაცვალების მიზეზად კი,ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით მიღებისაგან გამოწვეული გულის შეტევა იქცა.მისთვის საბედისწერო დღეს,ერთ-ერთ პაბში ყოფნისას ბრიტანელმა მსახიობმა სამი ბოთლი იამაიკური რომი,სახელწოდებით – “კაპიტანი მორგანი” დალია.გარდა ამისა,რვა ბოთლი გერმანული ლუდი და რამდენიმე ჭიქა ვისკი – “Famous Grouse”-ც დალია,რასაც ფატალური შედეგის დადგომა მოჰყვა (როგორც ირკვევა,ოლივერ რიდმა ალკოჰოლურ სასმელებში 450 ფუნტი-სტერლინგი დახარჯა).- (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>