ანტონ ტომაჟ ლინჰარტი

ანტონ ტომაჟ ლინჰარტი - დაიბადა 1756 წლის 11 დეკემბერს,სლოვენიის ქალაქ რადოვლიცაში,ხელოსნის ღარიბ ოჯახში.იგი წარმოადგენდა გამოჩენილ სლოვენიელ დრამატურგსა და ისტორიკოსს აღორძინების ეპოქისა.გარდა ამისა,სლოვენიური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წევრიც გახლდათ,რომელიც ანტიკლერიკალური ხედვებითაც გამოირჩეოდა.სწავლა,სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანას იეზუიტთა სკოლაში დაიწყო.1770-იანი წლებში,სასწავლებლად მიემგზავრება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში,სადაც ეკონომიკური მეცნიერება შეისწავლა. (ავტორი გენია.ჯი) სწავლის დასრულების შემდგომ,რამდენიმე ხნის მანძილზე მონასტერში მოღვაწეობდა.მოგვიანებით კვლავ ბრუნდება ლუბლიანაში,სადაც არქივარიუსი ხდება (არქივების მცველი,ამ დაწესებულების თანამშრომელი).იგი დიდ მოწონებას გამოხატავდა რომის საღვთო იმპერატორის იოსიფ II-ის მიერ ჩატარებული რეფორმებისა და მისი მხარდაჭერითაც გამოდიოდა.1780-1790-იან წლებში,სლოვენიური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი ხდება და ერთიანდება “ბარონ ჟიგი ცოისას წრედ” წოდებულ ჯგუფში.გარდა იმისა,რომ ანტონ ლინჰარტი ჩართული იყო საზოგადოებრივ და ეროვნულ მოძრაობებში,ამასთანავე იგი აქტიურად იყო დაკავებული ლიტერატურითაც.მის მიერ,1780 წელს დაწერილ იქნა რომანტიკული ტრაგედია “მის ჯენი ლავი”.1781 წელს აქვეყნებს ლექსების კრებულს “განაპირა ყვავილები”,რომელიც გერმანულ ენაზე იქნა დაწერილი.ანტონი ასევე წერდა ისტორიულ თხზულებებსაც,სადაც ფართოდ აშუქებდა სლოვენიელთა ისტორიული ერთობის თემებს. (ავტორი გენია.ჯი) მანვე გადაამუშავა სლოვენიური თეატრისათვის რამდენიმე კლასიკური ნაწარმოები.მაგალითად,პიერ ბომარშეს პიესა – “ფიგაროს ქორწინება” და სხვა ნაწარმოებები.ანტონ ტომაჟ ლინჰარტი გარდაიცვალა 1795 წლის 14 ივნისს,სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში.