იროდიონ ევდოშვილი – “ეპიზოდი”
ილია ჭავჭავაძის ვერაგულმა მკვლელობამ სასიქადულო ქართველ მწერალზე და პოეტზე - იროდიონ ევდოშვილზე (1873-1916 წლები) მეტად უარყოფითი გავლენა იქონია.სწორედ ეს ამაზრზენი მოვლენა იქცა მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობის რადიკალურად შეცვლის უმთავრესი მიზეზი. (ავტორი გენია.ჯი) თუკი ევდოშვილი თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ქართველი სოციალ-დემოკრატების იდეების მხარდამჭერი იყო,ილიას მკვლელობის შემდგომ მან კარდინალურად შეიცვალა მათდამი დამოკიდებულება.იგი ვარაუდობდა,რომ ილიას მკვლელობისათვის პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ნიადაგი ქართველი სოციალ-დემოკრატების მიერ იქნა შემზადებული.”როდესაც… ილიას მოხუც,ნაჭირნახულევ გულს ტყვია დაახალეს,ის ტყვია მეც მომხვდა”, – წერდა დიდი ქართველი მამულიშვილის მკვლელობით სასოწარკვეთილი იროდიონ ევდოშვილი.
მისმა სოციალ-დემოკრატებისაგან მკვეთრმა გამიჯვნამ,მწერლის მიმართ მძაფრი კრიტიკა გამოიწვია და მას – “რენეგატიც” კი უწოდეს (ადამიანი,რომელმაც უღალატა თავის რწმენას და მოწინააღმდეგის მხარეზე გადავიდა).მიუხედავად ამისა,იროდიონს თავისი შეხედულება ქართველი სოციალ-დემოკრატების მიმართ მას შემდგომ აღარასოდეს შეუცვლია.თავისი მეგობრის,დიდი ქართველი მწერლისა და დრამატურგის – სანდრო შანშიაშვილისადმი მიწერილ წერილში ევდოშვილი თავის გადაწყვეტილებას ასე ხსნიდა: “მე ხმა ამოვიღე ლექსით,წერილებით და აქ გაწყდა ჩემსა და მათ შორის შემაერთებელი ძაფი… ძაფი კი არა,ნამდვილი ჯაჭვი.ჯაჭვი იმიტომ,რომ მათთან ვიყავ მიჯაჭვული მთელი ათი-თორმეტი წლის განმავლობაში იდეურად.მხოლოდ საქმე იმაშია,რომ არავინ იცის როდის დაიწყო ჩემს გულში ბრძოლა,ბრძოლა ორ აზრს შორის: რას ვემსახურო,საქართველოს ერს,როგორც პოლიტიკურად ჩაგრულ ხალხს,თუ პროლეტარიატს,როგორც ეკონომიკურად დაჩაგრულ კლასს.ორივე ჩემთვის ძვირფასი იყო და დღესაც ძვირფასია,მაგრამ,როდესაც ქართველმა ესდეკებმა (სოციალ-დემოკრატებბმა) საქართველოს ხსენებაც კი სათაკილოდ გაიხადეს,როდესაც მისი აწინდელი კვნესა მომავალ სოციალიზმის შვებასთან დააკავშირეს და ცხოვრებას სიკვდილის შემდეგ დაჰპირდნენ,მაშინ კი ჩემი აზრები ჩემმა გულმა გადაატრიალა მათ წინააღმდეგ… ძნელი იყო თორმეტი წლის ნაჭედი ჯაჭვის გაწყვეტა და აი,ილია დამეხმარა მე თავისი სიკვდილით.იმ დღიდან კი სამუდამოდ ვიბრუნე პირი ქართველ ესდეკებიდან”. – (ავტორი გენია.ჯი)