დომინიკა ერისთავი (განდეგილი) – “ეპიზოდი”
ეჭვიანი ქმრისაგან (ქუთაისელი ვაჭარი და კომერსანტი – სოლომონ მდივანი) საოცრად დათრგუნული და ყოველ მხრივ უფლებაჩამორთმეული დიდი ქართველი პოეტი,ბელეტრისტი და პროზაიკოსი ქალი - დომინიკა ერისთავი (1864-1929 წლები),იგივე – “განდეგილი”,აღიარებდა,რომ ადრეულმა და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გათხოვებამ – სიცოცხლე ნამდვილ ჯოჯოხეთად უქცია. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ქმრის დესპოტური დამოკიდებულებისა,განდეგილმა მაინც შესძლო “ტყვეობისათვის” თავის დაღწევა და სალიტერატურო ასპარეზზე გასვლა (სოლომონი დომინიკას კატეგორიულად უკრძალავდა განათლების მიღებას).აკაკი წერეთლის ნათესავი ქალი არა მხოლოდ აღმერთებდა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას,არამედ მისი უახლოესი მეგობარიც იყო.მოღვაწეობდა ისეთი კორიფეების გვერდით,როგორებიც გახლდნენ – ილია ჭავჭავაძე,იაკობ გოგებაშვილი,გალაკტიონ ტაბიძე,იოსებ გრიშაშვილი,კონსტანტინე გამსახურდია,მარიჯანი,ნინო ნაკაშიძე და სხვები.სამშობლოს ჭირ-ვარამით შეძრწუნებული და ქალთა უფლებების აქტიური დამცველი – დომინიკა ერისთავი, 1929 წლის 29 იანვარს 64 წლის ასაკში თბილისში გარდაიცვალა.გარდაცვალების წინ განდეგილს უთხოვია ფანჯარასთან მიმიყვანეთო… როდესაც ქუჩაში გაუხედავს,გაღიმებია და უთქვამს: “მე ვხედავ იმ ხალხს,რომელსაც შევწირე ჩემი სიცოცხლე,არ მეშინია სიკვდილის…” – საუბედუროდ,სწორედ ეს სიტყვები აღმოჩნდა ერისთავის ქალის უკანასკნელი სიტყვები მის სიცოცხლეში. – (ავტორი გენია.ჯი)