პეტრე უმიკაშვილი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიის ხელისუფლება საქართველოში ქართული ენის ამოძირკვას განსაკუთრებული მონდომებით ცდილობდა. (ავტორი გენია.ჯი) 1874 წელს მეფის მთავრობამ ქართული ენა ოფიციალურად გამოაცხადა არასავალდებულო საგნად და მისი განდევნა არა მხოლოდ გიმნაზიებიდან და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან დაიწყო,არამედ ჩვენს ტაძრებში ქართულ ენაზე ლოცვების აღვლენაც კი აკრძალა. 1867 წელს პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნებულმა დიდმა ქართველმა ლიტერატორმა,პედაგოგმა და ქართული ფოლკლორისტიკის ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა - პეტრე უმიკაშვილმა (1834-1904 წლები) თბილისის პირველ გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.იგი მშობლიურ ენას 25 წლის მანძილზე შეასწავლიდა მოწაფეებს,რაც უნდა შევნიშნოთ,რომ იმ პერიოდისათვის ერთობ “უმადურ” შრომად მიიჩნეოდა.საინტერესოა ის გარემოება,რომ მას შემდეგ,რაც ამაგდარმა ქართველმა პედაგოგმა საპენსიო ასაკს მიაღწია,მთავრობამ კატეგორიული უარი განაცხადა მისთვის პენსია დაენიშნა და ამის მოტივად,რაოდენ ცინიკურიც არ უნდა იყოს,დასახელებული იქნა ის გარემოება,რომ პეტრე უმიკაშვილი თვის მოწაფეებს წლების განმავლობაში “არასავალდებულო” საგანს ასწავლიდა. – (ავტორი გენია.ჯი)