თედორე დოსტოევსკი – “ეპიზოდი”
საინტერესოა ის გარემოება,რომ 1870-იან წლებში გენიალური რუსი მწერლისა და ესეისტის – თედორე დოსტოევსკის (1821-1881 წლები) მიმართ დიდი სიძულვილით გამოირჩეოდნენ რადიკალურად და რევოლუციონალურად განწყობილი რუსი ინტელიგენტები. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის დოსტოევსკის მიმართ ერთობ უარყოფითად იყო განწყობილი რუსი მწერალი – ივანე ბუნინიც,რომელიც თედორეს “ცუდ მწერლად” მოიხსენიებდა.რუსი ინტელიგენტების განსაკუთრებული რისხვა დაიმსახურა დოსტორევსკის 1872 წელს გამოცემულმა შესანიშნავმა რომანმა – “ეშმაკნი”,რომელიც რევოლუციონური წრეებისადმი მიძღვნილი პასკვილი გახლდათ.აღნიშნულმა გარემოებამ,დოსტოევსკის მიმართ რევოლუციური იდეებით შეპყრობილი რუსი ახალგაზრდობის დიდი სიძულვილიც დაიმსახურა,რაც ნიკოლოზ ნეკრასოვის დაკრძალვისას საკუთარი თვალით იხილა დიდმა მწერალმა: გამოჩენილი რუსი მწერლის – ნიკოლოზ ნეკრასოვის დაკრძალვაზე პირველი სიტყვით წარსდგა ახალი თაობის მიერ მტრად და “რეტროგრადად” შერაცხილი თედორე დოსტოევსკი. (ავტორი გენია.ჯი) იგი შემაღლებულ ადგილზე შედგა და რაღაც მიხრწნილი,დასნეულებული ხმით წარმოთქვა: “ჩვენ წინაშე მდებარე განსვენებულმა ნეკრასოვმა დიდი ადგილი დაიკავა ჩვენ ცხოვრებაში პუშკინის შემდეგ,რომელსაც დღემდე მაღალი,მიუწვდომელი ადგილი უჭირავს”, – ამ დროს დოსტოევსკის სიტყვით გამოსვლა ყვირილით შეაწყვეტინეს: “არა,ნეკრასოვი უფრო მაღლა სდგას,უფრო მაღლა!” – თედორემ საუბრის გაგრძელება სცადა,თუმცა მას ამის საშუალება კვლავაც არ მისცეს: “უფრო მაღლა,უფრო მაღლა!” – გაჰყვიროდა ნეკრასოვის საფლავზე თავშეყრილი ახალგაზრდები.ამ დროს გენიალურ რუს მწერალს ისედაც გაცრეცილი და დანაოჭებული სახე კიდევ უფრო გაუფითრთდა.იგი ძალიან საბრალო სანახავი იყო.თედორე უხმოდ ჩამოვიდა შემაღლებული ადგილიდან და ხალხის მასას უჩუმრად შეერია.ფაქტიურად,შესაძლოა ითქვას,რომ დოსტოევსკის,რევოლუციის მომხრე რუსმა ინტელიგენციამ და სტუდენტებმა ვერ აპატია რომანი “ეშმაკნი”-ს დაწერა,რადგან მასში სასაცილოდ იყო აგდებული და უარყოფითი ნიშნებით დახასიათებული ახალგაზრდობის ახალი მიმართულება,მისი რევოლუციონური მისწრაფებანი. – (ავტორი გენია.ჯი)