გრიგოლ ორბელიანი – “ეპიზოდი”
1865 წელს თბილისში დიდი სიძვირე ჩამოვარდა,ქალაქში შემოსატან საქონელზე დიდი ბაჟები დაიდვა,ხარჯები და გადასახადები მოუმატეს.ხალხი სამართალს ვეღარ ჰპოვებდა.აღელდა,უკმაყოფილებას აცხადებდა,მაგრამ მსმენელი და გულშემატიკვარი,როგორც ხდება ხოლმე,არავინ ჩანდა. (ავტორი გენია.ჯი) მოქალაქეების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ახალმა გადასახადებმა,რამაც 1865 წელს სათავე დაუდო ეგრეთ წოდებულ “ჰამქართა აჯანყებას”.ფქვილის მარაგების გადამალვასა და ფასების ხელოვნურად ზრდაში ხალხი ბრალს სდებდა იმ პერიოდში ქალაქის ხარჯთ-ამკრეფს,ვინმე – ბაჟბეუქ-მელიქოვს.აღელვებული მოსახლეობა მისი სახლისაკენ დაიძრა,რის შემდგომაც ბაჟბეუქ-მელიქოვისაგან მათთან მოსალაპარაკებლად ჩასვლა მოითხოვა.ხარჯთ-ამკრეფის ოჯახის წევრებმა მოთმინებადაკარგულ ხალხს აუწყეს,რომ იგი სახლში არ იმყოფებოდა.ეს ინფორმაცია ამბოხებულებისათვის არასარწმუნო იყო,რის გამოც ისინი მის სახლში შეიჭრნენ და ბაჟბეუქ-მელიქოვი სხვენზე დამალული აღმოაჩინეს.ხარჯთ-ამკრეფის არა საკადრისი საქციელით აღშფოთებულმა ხალხმა იგი მეორე სართულიდან გადააგდეს,რასაც მისი ადგილზევე დაღუპვა მოჰყვა.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ აღნიშნულ დროს თბილისში არ იმყოფებოდა მეფის მოადგილე – მიხელი ნიკოლოზის ძე,რომლის უფლება-მოვალეობასაც ქართველი გენერალი და რომანტიკოსი პოეტი – გრიგოლ ორბელიანი (1804-1883 წლები) ასრულებდა. (ავტორი გენია.ჯი)
მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა ავლაბარში,სადაც აჯანყებულებს – მებაკე მოსე ხელმძღვანელობდა.მთავრობამ მათ წინააღმდეგ ჯარი გამოიყვანა,მაგრამ ჯარმა ავლაბარში შესვლა ვერ შესძლო.მიუხედავად მოლაპარაკებების წარმოების მცდელობებისა,შედეგი მაინც არ ჩანდა.სწორედ ამ დროს ჩაერთო საქმეში გრიგოლ ორბელიანი,რომელმაც თავის მხრივ,ყიზილბაშურ ხერხს მიმართა: ტკბილი,მლიქვნელი ენით დაუწყო ხალხს ლაპარაკი,დარიგება და ურჩევდა დამშვიდებას და შინ დაბრუნებას.ხალხი მას ყიჟინით დაუხვდა და შტვენით გააცილა.მისდამი ასეთმა დამოკიდებულებამ ორბელიანი ძალიან განარისხა.მან ბევრი აღარ დაახანა და სამწუხაროდ,აჯანყებული,თუმცა უიარაღო თბილისელი მოქალაქეების წინააღმდეგ კაზაკთა ჯარი დასძრა.ავლაბარი ორბელიანის მიერ მისეულმა კაზაკთა ჯარმა აიკლო.იყო მსხვერპლიც.დაკავებული იქნა აჯანყების მეთაურები,რომელთა დიდი ნაწილი ციმბირში გადაასახლეს.
გრიგოლ ორბელიანს კი,აჯანყების ჩაქრობის საქმეში დიდი წვლილის დადებისათვის,მეფის მოადგილემ ოფიციალური მადლობა გადაუხადა… (ავტორი გენია.ჯი)