პლატონ იოსელიანი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი ყრილობის მიმდინარეობისას,გამოჩენილმა ქართველმა ისტორიკოსმა – პლატონ იოსელიანმა (1809-1875 წლები) მეტად მნიშვნელოვანი სიტყვა წარმოთქვა,რომელიც შემდგომ ცალკე წიგნაკად გამოიცა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული წიგნაკი წაკითხული ჰქონდა დიდი გონებისა და წიგნის სიყვარულით სახელგანთქმულ ერთ მოხუც მღვდელს.ცნობილ ქართველ მწერალთან,ჟურნალისტთან და საზოგადო მოღვაწესთან – იაკობ მანსვეტაშვილთან შეხვედრის დროს სასულიერო პირმა იოსელიანის მოსაზრებების შესახებ თავისი კმაყოფილება ვერ დამალა და აღნიშნა,რომ პლატონი დიდი ჭკუისა და ცოდნის პატრონიაო.

- მაინც რას წერს? – ჰკითხა იაკობმა.

- სწორედ გითხრათ,კარგად ვერ გავიგე. – უპასუხა სასულიერო პირმა.

- მაშ დიდი ჭკუა რაში შეამჩნიეთ? – გაოცდა მანსვეტაშვილი.

- დიდი ჭკუაც სწორედ იმაშია,რომ კაცმა სავსებით ვერ გაიგოს,რაც დაწერილია.აი ძველი ფილოსოფოსებიც განა ეგეთი ძნელი გასაგები არ არიან? – გაეპასუხა მღვდელი იაკობს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>