რა სიტყვა წარმოთქვა ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ლევან მელიქიშვილის დაკრძალვაზე?

თავადი ლევან მელიქიშვილი (1817-1892 წლები) – წარმოადგენდა კავკასიის მთავარსარდლის მოადგილეს,სახელმწიფო საბჭოს წევრსა და კავკასიაში ხელმწიფის მოადგილის იმ თანაშემწეს,რომელმაც გარდა თავისი სიძუნწისა,იმითაც გაიქვა სახელი,რომ ქართულ მწერლობას ცენზორად ქართველი ერისა და ქართული ენის მოძულე – ლუკა ისარლოვი დაუნიშნა. (ავტორი გენია.ჯი) 1892 წელს ერთობ დიდი ქონების პატრონი – მელიქიშვილი გარდაიცვალა.მისი დაკრძალვა სრული წესების დაცვით განხორციელდა.გარდაცვლილს ესა თუ ის სიტყვით გამომსვლელი ქება-დიდებას ასხამდა,საკმეველს უკმევდა და მის დიდსულოვნებასა და დიდ ჭკუას აქებდა.ყველაზე ბოლოს,სიტყვით გამოვიდა ეპისკოპოსი ალექსანდრე,რომელმაც დამსწრე საზოგადოების წინაშე,ხმამაღლა,მეტად მოურიდებელი,თუმცა მართალი სიტყვით მიმართა აწგარდაცვლილ თავადს:

“დიდი გვარის კაცი იყავ,სამსახურშიაც დიდ წარჩინებას მიაღწიე,მდიდრულად ფუფუნებაში სცხოვრობდი,შენს ოჯახს არას აკლებდი,მხოლოდ რა მიგაქვს თან? რა სიკეთე დასთესე ამ ქვეყნად,რა შესძინე შენს სამშობლოს,საქართველოს? დიდი სიმდიდრე გქონდა შეძენილი და ფიქრადაც არ მოგივიდა,რომ ამ სიმდიდრიდან ცოტაოდენი წვლილი მაინც გამოგეღო შენს გაჭირვებულ,ღატაკ სამშობლოსათვის,ქველმოქმედების სახელი მაინც გამოგეჩინა”.

ეპისკოპოსის მართალმა და მწარე სიტყვებმა ჭირისუფალსა და დაკრძალვაზე მყოფ საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.იგი შეშლილად შერაცხეს და წვერცამეტა ბერი უწოდეს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ აღნიშნული სიტყვა მოწონებული იქნა ილია ჭავჭავაძის მიერ,რომელმაც ეპისკოპოს ალექსანდრეს მიერ წარმოთქმული სიტყვა მისივე დაარსებულ გაზეთ – “ივერიაში” გამოაქვეყნა.ნიშანდობლივია ისიც,რომ ეპისკოპოსის სიტყვის გამოქვეყნებამ იმდენად დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ქართველ დიდგავროვნებში,რომ გაზეთი “ივერია” დახურვის საფრთხის წინაშეც კი აღმოჩნდა.საბედნიეროდ,”ივერია” გადაურჩა დახურვას. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>