“დამაკვირდი”
1. “აზროვნება ავადმყოფობაა,რომლითაც საბედნიეროდ,ძალზე ცოტანი ხდებიან ავად,რადგანაც მისი ეპიდემია უთუოდ კაცთა მოდგმის მოსპობას და გადაშენებას გამოიწვევდა”. – ანატოლ ფრანსი
* * *
2. “როცა არ შეგვიძლია მოვიქცეთ ისე,როგორც გვინდა,მოვიქცეთ ისე,როგორც შეგვიძლია!” – რომაული სიბრძნე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. “დიდი ადამიანი არის ის,ვინც სიკვდილამდე ინარჩუნებს თავის ბავშვურ გულს”. – ბაჩანა ბრეგვაძე
* * *
4. “სიბერე – სიკვდილით გარშემორტყმული კუნძულია”. – ხუან მონტალვო
* * *
5. “რაც მეტი ვიცით,მით მეტის ცოდნა გვჭირდება.ცოდნასთან ერთად იზრდება არცოდნაც,ანუ არცოდნის ცოდნა”. – ფრიდრიხ შეგელი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. “წიგნებს იგივე მტერი ჰყავს,რაც ადამიანებს: ცეცხლი,წყალი,დრო და მათივე საკუთარი შინაარსი”. – პოლ ვალერი
* * *
7. “ადამიანი – ეს არის ცხოველი,რომელიც ჭკუაზე შეიშალა.ამ შეშლილობიდან გამოსასვლელად კი მხოლოდ ორი საშუალება არსებობს: ის კვლავაც აუცილებლად უნდა გახდეს ცხოველი,ან უნდა გახდეს იმაზე დიდი,ვიდრე ადამიანია”. – კარლ გუსტავ იუნგი
* * *
8. “ოქრომ გაცილებით მეტი სული იმსხვერპლა,ვიდრე რკინამ – სხეული!” – უოლტერ სკოტი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
9. “კეთილი გულის მქონე ადამიანისათვის ამ დაუნდობელ სამყაროში ცხოვრება ძალიან რთულია”. – იური კოტოვი
* * *
10. “რაც არ უნდა ისწავლო,მხოლოდ შენთვის სწავლობ”. – გაიუს პეტრონიუს არბიტერი