ხალხური ლექსი

ვაჟკაცის სახელს უკვდავს ჰყოფს

სამშობლოს მტერთან ომია:

მკლავი – რკინისებრ მაგარი,

ფეხი – კლდიდან კლდეს მხტომია,

თვალი, – უტყუვრად შორს მჭვრეტი,

გული – მხნე,ვითა ლომია,

ხმალი – მტრის სისხლში ნაწრთობი,

ჩახმახი – ყალყზედ მდგომია,

წინ – ბრძოლის ველი საომრად,

სარდალი – რაზმთა მხმობია!

უკუქცეული ვაჟკაცი,

თემთაგან დასაგმობია…

კომენტარის დატოვება