ზღვის ლეოპარდი
ზღვის ლეოპარდი – წარმოადგენს ნამდვილი სელაპების ოჯახის მტაცებელ ძუძუმწოვარა ცხოველს,რომელმაც თავის სახელწოდება არა მხოლოდ ტყავზე განთავსებული ნაცრისფერი ლაქების,არამედ ლეოპარდის მსგავსი მტაცებლური თვისებების გამოისობითაც მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) ზღვის ლეოპარდების გავრცელების უმთავრესი არეალებია – ანტარქტიდის ყინულოვანი კონტინენტის სიახლოვეს განთავსებული ზღვები და ზოგადად,ანტარქტიდის სანაპიროების თითქმის მთელი პერიმეტრი.გარდა ამისა,ისინი ხშირად ეწევიან მიგრაციას ავსტრალიის,ახალი ზელანდიისა და ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგის სანაპიროებთანაც.ზღვის ლეოპარდებს თავიანთი სხეული საშუალებას აძლევს წყალში მაღალი სიჩქარე (40 კილომეტრ-საათი) განავითარონ.მათი ხილვა წყალში შესაძლებელია მაქსიმუმ 300 მეტრ სიღრმეზე.ეწევეიან მარტოხელა ცხოვრების წესს,თუმცა იშვიათად გვხვდებიან პატარა ჯგუფებადაც.განაყოფიერებას ზღვის ლეოპარდები წყალში ახდენენ და ბადებენ ერთადერთ პატარას.მამრი ზღვის ლეოპარდები სიგრძით 3 მეტრამდე იზრდებიან,ხოლო წონით 270 კილოგრამს აღწევენ.მდედრი ლეოპარდების სიგრძე 4 მეტრს უტოლდება,ხოლო წონა კი 400 კილოგრამს.თუმცა ბუნებაში მოიპოვება ისეთი ეგზემპლარებიც,რომლებიც სიგრძით 4,5 მეტრი,ხოლო წონით 600 კილოგრამი არიან.
ზღვის ლეოპარდები იკვებებიან ჰომოიოთერმული და ხერხემლიანი ცხოველებით.მათ შორის – სელაპებითა და პინგვინებით.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ზღვის ლეოპარდები არა მხოლოდ ცხოველებს ესხმიან თავს,არამედ ადამიანებსაც კი.სწორედ ამიტომ,ისინი ცელნამგალა ვეშაპებთან ერთად,სამხრეთის წყლების დომინანტ მტაცებლებად განიხილებიან. – (ავტორი გენია.ჯი)