„ლენინმა იცოცხლა, ლენინი ცოცხლობს, ლენინი იცოცხლებს!” – (ეპიზოდი)

საქართველოში დაბადებული გამოჩენილი რუსი პოეტის – ვლადიმერ მაიაკოვსკის (1893-1930 წლები) მიერ 1924 წლის 31 მარტს დაწერილი ლექსიდან – „კომსომოლსკაია”-დან აღებული ციტატა – „ლენინმა იცოცხლა,ლენინი ცცოცხლობს, ლენინი იცოცხლებს!” – ერთობ პოპულარულ დევიზად იყო მიჩნეული საბჭოთა კავბშირში და იგი, თითქმის ყველა საჯარო დაწესებულების კედელს „ამშვენებდა” კიდეც. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, აღნიშნულმა დევიზმა თავისი ფუნქცია დაკარგა. დღესდღეობით, თუკი ვინმე იტვის,რომ: „ლენინმა იცოცხლა,” – ასეთი ადამიანი შესაძლოა ობიექტურ ისტორიკოსად მოვიხსენიოთ; ის, ვინც იტყვის, რომ – „ლენინი ცოცხლობს”, – უცილობლად, ორთოდოქსი კომუნისტია, ხოლო ის, ვინც ფიქრობს, რომ – „ლენინი იცოცხლებს!” – მას პერსპექტიული და გენიალური ინჟინრის სტატუსი უნდა მიენიჭოს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>