გენერალ ივანე ლაზარევის მკვლელობა…
საყურადღებოა ის გარემოება,რომ რუსეთის იმპერატორის – ალექსანდრე I-ის მიერ ჩვენი სამშობლოს შესახებ გამოცემული მანიფესტი,სიონის საკათედრო ტაძარში რუსულ ენაზე,ანუ იმ პერიოდისათვის ქართველთათვის სრულიად უცხო ენაზე იქნა წაკითხული,რამაც ჩვენი საზოგადოების დიდი გულისწყრომა გამოიწვია,რადგან აზრადაც კი არავის მოსვლია,რომ ქართველი ერისათვის ესოდენ უმნიშვნელოვანესი დატვირთვის მატარებელი დოკუმენტი ქართულ ენაზე ეთარგმნა. (ავტორი გენია.ჯი) რუსი ჩინოსნების დამოკიდებულება ქართველთა მიმართ იმთავითვე უარყოფითი იყო და მრავალმა მათგანმა უდიდესი ისტორიისა და კულტურის მატარებელი ერი – “ველურებადაც” კი შეგვრაცხა.ისინი იგნორირებას უწევდნენ ყოველგვარი ქართული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გამოვლინებას,რაც იქცა კიდეც არაერთი უსიამოვნო ინციდენტის მიზეზი.მას შემდგომ,რაც საქართველო რუსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ მოექცა,საქართველოს სამეფო ოჯახის წევრების მასიურად განდევნა დაიწყო ქვეყნის საზღვრებს გარეთ.იმავე პერიოდში,თბილისში მოსული ბრძანების თანახმად,რუს მაღალჩინოსნებს ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის – გიორგი XII-ს მეუღლის – მარიამ დედოფლის რუსეთში გაგზავნა უნდა უზრუნველეყოთ. (ავტორი გენია.ჯი) ამისათვის გამზადებული გახლდათ სპეციალური დამცველი რაზმი და დედოფლის შორეულ გზაზე გასამგზავრებლად საჭირო – ურემი.აღნიშნული ბრძანების აღსრულება დაევალა რუს გენერალსა და კავკასიის ერთ-ერთ პირველ დამპყრობელს – ივანე ლაზარევს (1763-1803 წლები). 1803 წელს დედოფალი მარიამი ავად გახდა.ავადმყოფობამ იგი ლოგინად ჩააგდო და შესაბამისად,პეტერბურგში გამგზავრებაც მისთვის ყოვლად შეუძლებელ მოვლენას წარმოადგენდა.მიუხედავად ამისა,გენერალმა ლაზარევმა მარიამ დედოფლის ავადმყოფობა არ გაითვალისწინა და ბრძანების შესრულება მაინც გადაწყვიტა.რაოდენ აღმაშფოთებელი და ამაზრზენიც არ უნდა იყოს,ფაქტია,რომ იმავე წლის 18 აპრილის განთიადისას,გენერალი ლაზარევი მარიამ დედოფლის საძინებელ ოთახში შეიჭრა და საწოლად მივარდნილს რუსეთში გამგზავრების ულტიმატუმი წაუყენა.
- ხომ ხედავთ,მე ავათა ვარ,მგზავრობა არ შემიძლიან.გთხოვთ მადროვოთ. – მიმართა გენერალს თავისი უტაქტო საქციელით შეურაცხყოფილმა მარიამმა.
- ეგ შეუძლებელია,დედოფალო! მე უთუოდ ახლავე უნდა გაგგზავნოთ.
- როგორ უნდა გამგზავნოთ,როცა მგზავრობა არ შემიძლიან!
- ძალიან ვსწუხვარ,დედოფალო,მაგრამ ძალას დაგატანთ! – ამაყად განუცხადა წერით ატანილმა ლაზარევმა დედოფალს.
- ძალას დედოფალს? – წამოიძახა ვიღაცამ უკნიდან.
- მაშ უარზე ხართ? არ გინდათ წასვლა? – წარმოთქვა თუ არა გენერალმა ეს სიტყვები,უმალ დედოფლისაკენ გაიწია,რათა იგი საწოლიდან ჩამოეგდო.მისმა ამ აღვირახსნილმა საქციელმა დედოფლის საწოლ ოთახში დიდი ალიაქოთი გამოიწვია,რა დროსაც გენერალს გულში ხანჯალი ჩასცეს.მან ადგილზევე განუტევა სული.აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ დედოფალ მარიამის ვაჟი – ჯიბრაილ ბატონიშვილი და მისი მცირე-წლოვანი ასულნი – თამარი და მარიამი.ერთი ვერსიის თანახმად – “ძალადობა დედაკაცზე,რომელიც არაფერში დამნაშავე არ იყო და ძალადობა მართლ-მადიდებელ ქალზე,გვირგვინოსან დედოფალზე”, – დედოფლის პირადმა მდივანმა – იოსებ ყორღანოვმა ვერ აიტანა და სწორედ მან იმსხვერპლა გენერალი ლაზარევი.აღნიშნული ქმედების გამო,იგი რამდენიმე ათეული წლით გადაასახლეს ტამბოვის გუბერნიაში.ხოლო მეორე ვერსიის თანახმად,აღვირახსნილი რუსი გენერალი თავად მარიამ დედოფალმა მოჰკლა შეურაცხყოფისათვის.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ქართველი ქალის,ქართველი დედისა და ქართველი დედოფლის შეურაცხმყოფელი გენერლის – ივანე ლაზარევის დაკრძალვის ცერემონია,ჩვენ უდიდეს სიწმინდეში – სიონის საკათედრო ტაძარში 1803 წლის 22 აპრილს განხორციელდა. – (ავტორი გენია.ჯი)