დუტუ მეგრელის გენიალური ლექსი – “პატარა ქართველი”

მე პატარა ქართველი ვარ,

კავკასიის მთების შვილი

და განცხრომით სხვაგან ყოფნას

მირჩევნია აქ სიკვდილი!

ქართლ-კახეთი,იმერეთი,

გურია და სამეგრელო -

ყველა ჩემი სამშობლოა,

საყვარელი საქართველო.

ქვეყნის თვალი,ეს ქვეყანა

ღვთის-მშობლისა არის წილი;

ბევრ მწარე დღეს მოსწრებია

და უნახავს ბევრიც ტკბილი:

ხან თუ მტერი აოხრებდა,

იყო მღვრელი ცრემლის ცხარის;

ბრწყინვალე დროც დასდგომია,

დრო დავითის და თამარის!..

მე პატარა ქართველი ვარ,

სახელოვან ერის შვილი

და მსურს მერგოს სასახელო

მეც სიცოცხლე და სიკვდილი!..

კომენტარის დატოვება