ფრედერიკ ფლიტი – “ეპიზოდი”
ფრედერიკ ფლიტი (1887-1965 წლები) – წარმოადგენდა იმ ბრიტანელ მეზღვაურს,რომელმაც 1912 წლის 14 აპრილს პირველმა დაინახა ის აისბერგი,რომელთან შეჯახებამაც იმსხვერპლა საყოველთაოდ ცნობილი ლაინერი – “ტიტანიკი”. (ავტორი გენია.ჯი) საბედნიეროდ,ფრედერიკი აღნიშნულ ტრაგედიას ცოცხალი გადაურჩა და 1936 წლამდე კვლავაც ფლოტში აგრძელებდა სამსახურს.”ტიტანიკის” ჩაძირვის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში,ფრედერიკი სხვა დაზარალებულების მსგავსად იქნა დაკითხული.დაკითხვისას,მან დანანებით შენიშნა,რომ არ გააჩნდა ბინოკლი.წინააღმდეგ შემთხვევაში ტრაგედიის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი. 1965 წლის 10 იანვარს,”ტიტანიკის” ტრაგედიას გადარჩენილი ფლიტი,თავისივე ბაღში ნახეს ჩამოხრჩობილი.მისი სუიციდის მიზეზად დასახელებული იქნა ღრმა დეპრესია.ერთ-ერთი ვერსიით,ფრედერიკმა ვერაფრით დააღწია თავი პასუხისმგებლობის უზარმაზარ ტვირთს,რომელიც დაკავშირებული გახლდათ “ტიტანიკის” კატასტროფასთან.შედეგად,მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.ფლიტი ყოველგვარი ცერემონიების გარეშე დაკრძალული იქნა საუთჰემპტონში განთავსებულ ჰოლიბრუკის ღატაკთა სასაფლაოზე. (ავტორი გენია.ჯი) დიდი ხნის განმავლობაში მის საფლავზე ქვაც კი არ იყო დადგმული,თუმცა 1993 წელს ერთ-ერთი ბრიტანული საზოგადოების მიერ შეგროვებული შემოწირულობებით,ფრედერიკის საფლავზე აღმართული იქნა მემორიალური დაფა,რომელზეც “ტიტანიკი” გახლდათ გამოსახული.
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სულ რამდენიმე წლის წინ,ფრედერიკ ფლიტის საფლავზე აღმოჩენილი იქნა ბინოკლი და წერილი,რომელშიც ვკითხულობთ: “ძვირფასო ფრედ! ბოდიში,რომ შენს საფლავზე ბინოკლი დაგვიანებით მოვიტანე.თუმცა,ნათქვამია,რომ “სჯობს გვიან,ვიდრე არასდროს!” შენ ამბობდი: ბინოკლი რომ მქონოდა ბევრად უფრო მეტი დრო მექნებოდა “ტიტანიკის” აისბერგთან შეჯახების თავიდან ასაცილებლადო”. და აი,ეხლა,შენ უკვე გაქვს ბინოკლი. – სიყვარულით,ფრენსისი”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ვინმე – ფრენსისის მიერ ფრედერიკ ფლიტის საფლავზე დატოვებული ბინოკლი და წერილი,ბრიტანულმა საზოგადოებამ მისი ხსოვნის შეურაცხყოფად მიიღო და ამის გამო მწუხარებაც გამოთქვა.
სამაშველო ნავი N6,რომლითაც “ტიტანიკის” ტრაგედიას თავი დააღწია ფრედერიკ ფლიტმა
ფრედერიკ ფლიტის საფლავზე დადებული ბინოკლი და წერილი