ილია ჭავჭავაძე რუსეთის რევოლუციის მოსალოდნელი შედეგების შესახებ წინასწარმეტყველებდა…

“მაინცა და მაინც არაფერი მწამს რუსეთის რევოლუციის.რუსეთი გლეხობის ქვეყანაა ჯერ-ჯერობით და დიდხანს დარჩება ასეთ ქვეყნად ჩამორჩენილ სასოფლო-მეურნეობით,სიღარიბით,უვიცობით.გლეხობა,ნამეტურ რუსის გლეხობა,თაყვანსა სცემს და აღმერთებს მეფეს; თავის მტრად მეფე-კი არ მიაჩნია,არამედ ჩინოვნიკობა და ამასთან ერთად ინტელიგენციაც. (ავტორი გენია.ჯი) რუსეთის გლეხობა რევოლუციას არ მოახდენს,ხოლო ქალაქის მუშა ერთობ მცირერიცხოვანი და სუსტი ელემენტია.ყოველ შემთხვევაში რუსეთის რევოლუცია ძალიან პრობლემატური და შორეული ამბავია.

თვითმპყრობელობის მოსპობა და საკონსტიტუციო რეჟიმის დამყარება ჩვენთვის,ქართველებისათვის,სახეირო სრულიადაც არ იქნება.თქვენ რომ ოცნებობთ,იმისთანა თანასწორობას,ერთობის და ძმობის,უმაღლეს სამართლიანობის სამეფო ჯერ ძლიერ შორს არის,არა რუსეთისთვის,არამედ განათლებულ და განვითარებულ ინგლისისა და საფრანგეთისთვისაც.ხოლო დასავლეთ ევროპის საკონსტიტუციო რეჟიმის დამყარება რუსეთში,ჩვენ,ქართველებს დიდ საშიშროებას გვიქადის.რუსის საზოგადოებაში და ხალხში დიდი პოტენციალური ძალაა,რომელსაც სძინავს.რუსის ხალხი ილია მურომეცია,ხელფეხშებორკილი სძინავს და ამიტომ ჩვენ,არა რუსებს შესაძლებლობა გვაქვს ვიარსებოთ და ვისუნთქოთ.ახლა რუსეთი ვერ გვისწრებს წინ,ჩვენც ვახერხებთ და მივდევთ უკან.იმდენი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა არ შესწევს,რომ საგრძნობლად გაგვისწროს და მერე,როგორც ჩამორჩენილი,ველური ხალხი,გადაგვყლაპოს.ხოლო თუ ბორკილს მოიშორებს და თავისუფლებას მოიპოვებს,იგი ძლიერის სიჩქარით წავა წინ, ჯერ ეკონომიუარდ დაგვიპყრობს და მერე ან გაგვარუსებს,ან აღგვის დედამიწის პირისაგან.აი,პოლონელებს და ფინლანდიელთ ვერას უზამს.ისინი ძლიერი არიან როგორც ეკონომიურად,ისე ეროვნულის შეგნებით.აი ამათთვის საკონსტიტუციო რეჟიმი სასარგებლო იქნება,რადგან შესძლებენ და დიდ მეტოქეობას გაუწევენ რუსებს.ჩვენ-კი იმდენად სუსტნი ვართ ეკონომიკურადაც და ნაციონალურის თვითშეგნებითაც,რომ თავისუფალი რეჟიმით წათამამებული და წახალისებული რუსეთი თავის ქერქში ვეღარ დაეტევა,სამხრეთ მდიდარ ქვეყანას გადმოხეთქავს და ჩვენ ადვილად წაგვლეკავს.

ყმაწვილებო,სტყუვდებით,თანამედროვე საკონსტიტუციო რეჟიმი ძლიერებს ამაგრებს,ხოლო სუსტებს მონებად აქცევს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>