რა თქვა უცხოელმა ქართული გლოვის შესახებ?
როგორც ცნობილია, ქართული გლოვა იმთავითვე დიდ გაოცებას იწვევდა უცხოელებში და აღნიშნულ საკითხს არაერთი საგაზეთო სტატიაც მიუძღვნა სხვადასხვა უცხოურმა ჟურნალ-გაზეთებმა. ერთ-ერთი უცხოელი, რომელიც საქართველოში სრულიად შემთხვევით შეესწრო სამგლოვიარო ცერემონიას, ჩვენებურ გლოვას იმდენად გაუოცებია, რომ გაკვირვებულს ასეთი რამაც კი უთქვამს: „თქვენ ისე მწარედ დასტირით მიცვალებულს, რომ, ეტყობა, რაღაც დანაშაულს ინანიებთ მის წინაშეო”.
P.S. და ამას ჩვენს შესახებ ამბობენ ის უცხოელები, რომლებიც თავიანთი მიცვალებულების წინაშე აღიარებენ: „მოგვიტევეთ, რომ სიცოცხლეში ვერ მოგეცით პური. სამაგიეროდ, სიკვდილის შემდეგ გიძღვნით ქვასო”. – (ავტორი გენია.ჯი)