ჯოზეფ ჰუკერი – “ეპიზოდი”

ჯოზეფ ჰუკერი (1814-1879 წლები) – წარმოადგენდა აშშ-ის ჩრდილოეთის არმიის იმ გენერალ-მაიორს,რომლის სახელიც დღემდე ასოცირდება ჩანსელორსვილის ბრძოლაში (აღნიშნული ბრძოლა დაიწყო 1863 წლის 30 აპრილს და დასრულდა იმავე წლის 5 მაისს) ჩრდილოეთის არმიის სამხრეთელებთან დამარცხებასთან. (ავტორი გენია.ჯი) ერთობ უარყოფითი რეპუტაციის მქონე ჯოზეფი ალკოჰოლური სასმელებისა და სუსტის სქესის წარმომადგენლების დიდი მოტრფიალე გახლდათ.საინტერესოა ის გარემოება,რომ ჩანსელორსვილის ბრძოლის ანტიგმირის (ამ ბრძოლაში სწორედ ჰუერკი ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთის არმიას) უშუალო ბრძანებით,მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო ნაწილების ტერიტორიებზე,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, – საროსკიპოები იქნა გახსნილი.ამ უჩვეულო გადაწყვეტილებას,ჯოზეფ ჰუკერი იმით ხსნიდა,რომ სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე არსებული საროსკიპოები ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას ერთიორად უწყობდა ხელს.მოგვიანებით,იმ ქალბატონებს,რომლებიც ზემოაღნიშნულ ბორდელებში მუშაობდნენ,ხუმრობით – “ჰუკერის ბრიგადის წევრები” უწოდეს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>