ბრძნული საკითხავი მამაკაცურ მორალზე
ერთი ღატაკი კაცი მდინარის სანაპიროზე მდგომ ხეს ჭრიდა.მოულოდნელად,კაცს ხელიდან ნაჯახი გაუვარდა და მდინარეში ჩაუვარდა,რამაც მას სასოწრაკვეთილებისაგან ტირილი დააწყებინა.სწორედ ამ დროს,ღატაკს ღმერთი გამოეცხადა და ჰკითხა:
- რატომ ტირი?
- როგორ არ ვიტირო,უფალო? ერთადერთი ნაჯახი გამაჩნდა,რომლითაც შეშას მოვიპოვებდი და ვყიდდი.მე კი ის მდინარეში ჩამივარდა.აწი როგორღა ვარჩინო ჩემი ისედაც გაღატაკებული ოჯახი?
ღმერთმა ყურადღებით მოუსმინა კაცის ჩივლის,რის შემდგომაც მდინარეში ხელი ჩაჰყო და წყლიდან ოქროს ნაჯახი ამოიღო:
- ეს შენი ნაჯახია?
- არა,ეს ჩემი ნაჯახი არ არის. – უპასუხა კაცმა.
ღმერთმა მდინარეში მეორედაც ჩაჰყო ხელი და ამჯერად ვერცხლის ნაჯახი ამოიღო:
- არც ეს არის შენი ნაჯახი?
- არა,უფალო,არც ეს არის ჩემი ნაჯახი. – კვლავ იუარა კაცმა.
ბოლოს,ღმერთმა მდინარიდან რკინის ნაჯახი ამოიღო:
- აი,უფალო,ეს არის ჩემი ნაჯახი. – შესძახა გახარებულმა ღატაკმა.
- ვხედავ,რომ შენ პატიოსანი ადამიანი ხარ და ჩემს მცნებებს იცავ.ამიტომ ჯილდოდ სამივე ნაჯახს გიძღვნი. – მიუგო ღმერთმა ღატაკს და გაუჩინარდა. – (ავტორი გენია.ჯი)
გავიდა რამდენიმე ხანი… ერთ დღეს,იმავე ღატაკი კაცის ცოლი მდინარეში გადავარდა.მიუხედავად ხანგრძლივი ძებნისა,ქმარმა მდინარეში გაუჩინარებულ ცოლს ვერსად მიაგნო და კვლავაც სასოწარკვეთილებისაგან ატირდა.მოულოდნელად,ღატაკს ისევ ღმერთი გამოეცხადა:
- რატომ ტირი? – ჰკითხა უფალმა.
- მდინარეში ცოლი ჩამივარდა და ვერსად ვიპოვე, – უპასუხა მეუღლის გაუჩინარებით შეშფოთებულმა ქმარმა.
ღმერთმა მდინარეში ხელი ჩაჰყო და იქიდან თავისი სილამაზით განთქმული ბრიჯიდ ბარდო ამოიყვანა:
- ეს არის შენი ცოლი? – ჰკითხა კაცს.
- დიახ,ეს არის ჩემი ცოლი, – უპასუხა გახარებულმა ღატაკმა უფალს.
ღმერთი კაცის მიერ ნათქვამმა ტყუილმა ერთობ გაანაწყენა:
- შენ მე მატყუებ.ეს კი დაუშვებელია!
- აი,ხედავ,უფალო,როგორი გაუგებრობა მოხდა? მე რომ თქვენთვის მეპასუხა,ეს ქალი ჩემი ცოლი არ არის-მეთქი,თქვენ მეორე ჯერზე მდინარიდან ჯინა ლოლობრიჯიდას ამოიყვანდით.მასზედაც რომ უარს გეტყოდით,ამჯერად მდინარიდან ჩემს ნამდვილ ცოლს ამოიყვანდით.თქვენი გასაოცარი გულმოწყალების ამბავი რომ ვიცი,მეტყოდით: რადგანაც შენ პატიოსანი ადამიანი ხარ და უფლის მცნებებს იცავ,სამივე ქალს საჩუქრად გიძღვნიო.ჩემისთანა ღატაკი და გაჭირვებული კაცისათვის კი,სამი ცოლის რჩენა კი არა,ერთის რჩენაც დიდ ფუფუნებას წრმოადგენს.
ღატაკი კაცის გონიერ პასუხზე უფალს გაეღიმა.მდინარიდან მისი ნამდვილი მეუღლე ამოუყვანა და კვლავაც გაუჩინარდა. – (ავტორი გენია.ჯი)