მიხეილ ქვლივიძისა და სასულიერო პირის საინტერესო დიალოგი ღმერთის შესახებ…
გამოჩენილი ქართველი პოეტი,ლიტერატორი,მთარგმნელი და ცნობილი ლექსის – “იუდას მონოლოგის” ავტორი – მიხეილ ქვლივიძე (1925-2005 წლები),უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ყოფნისას (ეს ის პერიოდია,როდესაც საბჭოთა კავშირში ათეიზმი ბატონობდა),ბუდაპეშტის ყველაზე დიდი პროტესტანტული ეკლესიის მთავარ მოძღვარს – იმრე შიმონს შეხვდა,რა დროსაც მათ შორის მეტად საინტერესო შინაარსის მქონე დიალოგი გაიმართა – ღმერთის შესახებ:
- ღმერთი,ღმერთი!.. სად არის ეგ ღმერთი? ერთი ამბავი გამახსენდა,მაინტერესებს,ამაზე რას იტყვით… დედაჩემი ღვთისნიერი ქალი იყო.მორწმუნეაო,ვერ ვიტყოდი,რადგან არც ეკლესიაში დადიოდა,არც პირჯვარს იწერდა,მაგრამ ღმერთის სახელს ყოველთვის მოწიწებით ახსენებდა.მე მგონი,სწამდა კიდეც,ყოველ შემთხვევაში,მის სათნოებასა და სიკეთეს სარწმუნოებრივი ხასიათი ჰქონდა… ერთხელ,ომიანობის დროს,მახსოვს,ნავთის რიგში ვიდექით.მე მაშინ თექვსმეტი წლის ვიყავი.დიდხანს მოგვიწია დგომა და ერთმანეთს ვენაცვლებოდით.ჩვენი ჯერი რომ მოვიდა,სარდაფში ჩავედი. (ავტორი გენია.ჯი) კუთვნილი ულუფა მივიღე,ფული გადავიხადე და სახლში მოსულმა,შევამჩნიე,რომ მენავთეს სასურსათო ბარათზე ტალონის მოხევა დავიწყებოდა.ესე იგი,დღევანდელი ტალონით ხვალაც შეგვეძლო მიგვეღო ნავთი.გახარებულმა ეს ამბავი დედას ვუთხარი.ფერი წაუვიდა: “არა გრცხვენია,ეს ხომ თაღლითობაა?! ახლავე წადი და ტალონი მოახევინეო!” რა გაეწყობოდა,უკან დავბრუნდი.სარდაფის შესასვლელთან ისევ უამრავი ხალხი ტრიალებდა და შიგნით არ შემიშვეს: ურიგოდ მიძვრებიო! ყვირილი ავტეხე.ხმაურზე მენავთემ გამოიხედა: რა გაჩხუბებთო; სასურსათე ბარათი გავუწოდე: ტალონის მოხევა დაგვიწყებია-მეთქი.იმ კაცს გაკვირვებისაგან თვალები გადმოუცვივდა.ირგვლივ ყველანი გაისუსნენ.”ვინ გამოგაგზავნა?” – მკითხა მენავთემ.დედაჩემმა-მეთქი.მან ჩამჩა ძირს დაახეთქა და ისტერიული ხმით იყვირა: “დედაშენი რა,ქრისტეა?” ხალხიც აყაყანდა,ზოგი რას ამბობდა,ზოგი რას… ‘წადი,ახლავე ჭურჭელი მომიტანე!” – თქვა მენავთემ… როცა ჭურჭელი მოვურბენინე,კიდევ ერთი ულუფა ნავთი ჩამისხა,ტალონიც მოხია და… ერთი სიტყვით,ასე იყო ეს.
- მერე? – იკითხა მღვდელმა.
- მერე არაფერი… თქვენ ისეთი რწმენით ლაპარაკობთ ღმერთზე,ლამის არის,მეც ვირწმუნო… ვხუმრობ,რასაკვირველია.ჩვენს ქვეყანაში ღმერთი არ სწამთ.თუმცა ქრისტიანული მორალის ზოგიერთ მცნებას ჩვენც ვიზიარებთ.პატიოსნებას,მაგალითად,კაცთმოყვარეობას,სიკეთეს… იმიტომაც მოვყევი ეს ამბავი.
- მაინც რატომ? – გამომცდელად ჩამეკითხა იმრე.
- იმიტომ,რომ თუ ღმერთი არსებობს,იმ გაგებით,მე რომ წარმომიდგენია,იმ წუთას ის ჩემ გვერდით იყო!
- ღმერთი ახლაა თქვენ გვერდით,რაკი თქვენ ეს ამბავი დაიმახსოვრეთ. – წყნარად მომიგო იმრემ. – დედათქვენი ცოცხალია?
- გარდაიცვალა… ამაზეც მინდა გკითხოთ,ორმოცი წლის ასაკში მოკვდა დედაჩემი.განა ეს სამართლიანია? რად უნდა მომკვდარიყო ასე ადრე,სად იყო თქვენი ღმერთი?
- სიკვდილი ღმერთის კომპეტენციაში არ შედის,ეს ბუნების კანონია.ღმერთი თვითონ მოჰკლეს!
- მაშ,რა შედის ღმერთის “კომპეტენციაში?” ამიხსენით!
- ალბათ თითოეული ჩვენგანის ცხოვრების წესი… როდისმე ამას მიხვდებით…
მისმა დამშვიდებულმა კილომ გამაღიზიანა,ისევ დედა გამახსენდა.
- იცით,რა წამებით მოკვდა დედაჩემი? კიბო ჰქონდა.ვერც ოპერაციამ უშველა,ვერც წამლებმა.თვეზე მეტი იზოლატორში იწვა,რადგან საერთო პალატაში მისი გაჩერება აღარ შეიძლებოდა.მეც მასთან ვიყავი…ბოლოს,როცა ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს და ბედის ანაბარა მიგვატოვეს,ყოველდღე ეკლესიაში დავრბოდი,სანთლებს ვანთებდი და ღმერთს ვთხოვდი,გადაერჩინა დედაჩემი… (ავტორი გენია.ჯი) მაინც არაფერი ეშველა,ჩემს ხელში დალია სული!.. იმ ღამით უკანასკნელად წავედი ეკლესიაში.სანთელი აღარ ამინთია,არც შიგნით შევსულვარ: მივაფურთხე კარს და გამოვბრუნდი!..
იმრემ თავი ასწია და თვალებში შემომხედა:
- ნუ გეშინია,იმას არ ეწყინა!
მე გავშრი.ყველაფერს მოველოდი,მაგრამ ამ სიტყვებს – არა. – (ავტორი გენია.ჯი)