ალექსანდრე სუვოროვი – “ეპიზოდი”

რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი რუსი მხედართმთავარი (გენერალსიმუსი) - ალექსანდრე სუვოროვი (1730-1800 წლები) ერთობ უცნაური და ორიგინალური დღის წესრიგით გამორჩეული პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ალექსანდრე იღვიძებდა ღამის ორ ან სამ საათზე,რის შემდგომაც აუცილებლად ერთი ვედრო ცივი წყლით იბანდა თავს; დილის ექვს საათზე სადილობდა.იმ შემთხვევაში,თუკი სუვოროვი სამხედრო კამპანიას აწარმოებდა და ჯარისკაცებს შორის იმყოფებოდა,ყოველ დილით თავად აღვიძებდა მათ და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ამას მამლის ხმის იმიტირებით აკეთებდა.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე,რუსეთის იმპერიის ძლევამოსილების სიმბოლოდ ქცეული სუვოროვი,თავისი ხელისუფლებისაგან მოძულებული აღმოჩნდა.მისი მიღებისაგან და ნახვისაგან თავი შეიკავა რუსეთის იმპერატორმა – პავლე I-მა.როგორც ერთ-ერთი წყარო იუწყება,მისდამი გამოჩენილ ასეთ გულგრილ დამოკიდებულებას ალექსანდრეზე ძალიან უარყოფითად უმოქმედია.აკი,სიკვდილის სარეცელზე მყოფს მეფის კამერდინერზე – ივანე ქუთაისოვზე უთქვამს კიდეც: “მე ვემზადები ღმერთისათვის ანგარიშის ჩასაბარებლად,ხოლო ხელმწიფეზე ამჟამად ფიქრიც კი აღარ მსურს…” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>