ალექსანდრე სვანიძე – (რეპრესიებს შეწირული სტალინის ყოფილი ცოლისძმა)
ალექსანდრე სვანიძე (1886-1941 წლები) – წარმოადგენდა საბჭოთა გენსეკის – იოსებ სტალინის არა მხოლოდ პირად მეგობარს,არამედ ბელადის რიგით პირველი მეუღლის – ეკატერინა “კატო” სვანიძის უმცროს ძმასაც,ანუ – ცოლისძმას. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება,რომ “ძველ ბოლშევიკად” წოდებული ისტორიკოსი,მწერალი და მთარგმნელი – ალექსანდრე სვანიძე,რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ იძულებით დატოვა სამშობლო,სხვათა მსგავსად,”დიდ წმენდათ” წოდებულ მოვლენებსა და ყოფილი სიძისა და მეგობრის მსახვრალ ხელს ვერ გადაურჩა: 1937 წელს ალექსანდრე დაკავებული იქნა.დაკითხვების მიმდინარეობისას,მან საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად,გამომძიებლებს კატეგორიული უარი განუცხადა გერმანელთა სასარგებლოდ ჯაშუშობის აღიარებაზე. (ავტორი გენია.ჯი) მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე (1941 წლის 20 აგვისტოს),ალექსანდრე სვანიძე თავის მეუღლესთან – მარიამთან (თბილისის ოპერის თეატრის მომღერალი) და დასთან – მარიკასთან ერთად იქნა დახვრეტილი.როგორც ამბობენ,სვანიძეს დახვრეტის წინ სტალინის სიტყვები გადასცეს: თუკი ის ბელადისაგან პატიებას ითხოვდა – შეიწყალებდნენ,რაზეც მას უარი შემდეგი სიტყვებით განუცხადებია: “რატომ უნდა ვთხოვო პატიება? მე ხომ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია?!” – როდესაც სტალინისათვის ყოფილი ცოლისძმისა და მეგობრის სიტყვები მოუხსენებიათ,საბჭოთა დიქტატორს უთქვამს: “შეხედე,როგორი ამაყი ყოფილა,მოკვდა,მაგრამ პატიება მაინც არ უთხოვია”.
თავად ეკატერინა სვანიძე კი,რომელიც სტალინის უფროსი ვაჟის – იაკობის დედა იყო – 1907 წლის 5 დეკემბერს,ტუბერკულიოზის შედეგად გარდაიცვალა.
1956 წლის 19 იანვარს ალექსანდრე სვანიძის სახელის რეაბილიტაცია იქნა განხორციელებული. – (ავტორი გენია.ჯი)
ეკატერინა (კატო) სვანიძე