რა პასუხი გასცა აკაკიმ ვასილი ველიჩკოს?

როგორც ცნობილია,დიდი ქართველი მგოსანი – აკაკი წერეთელი,არა მხოლოდ ვაჟა-ფშაველას და ალექსანდრე ყაზბეგს აკრიტიკებდა,არამედ საქართველოს “უგვირგვინო მეფის” – ილია ჭავჭავაძის მიმართაც ერთობ კრიტიკულად იყო განწყობილი. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,გარკვეული ხნის განმავლობაში ილიასა და აკაკის შორის კარგი განწყობილება არ სუფევდა. 1895 წლის 22 ოქტომბერს გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის – რაფიელ ერისთავის მოღვწეობის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს შემდგომ,ქართული თეატრის ფოიეში,სადაც წარიმართა კიდეც რაფიელის საიუბილეო საღამო,გაიმართა დიდი ნადიმი,რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.მათ შორის სახელოვანი ქართველი მწერლები,პოეტები და სხვა სფეროების წარმომადგენლები.რაფიელ ერისთავის საიუბილეო საღამოსა და ნადიმს ასევე დაესწრო ცნობილი რუსი პოეტი – ვასილი ველიჩკო,რომელმაც კარგად უწყოდა აკაკისა და ილიას შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციის შესახებ.თავდაპირველად,ნადიმზე სიტყვით გამოვიდნენ – ილია,აკაკი,გიორგი წერეთელი,კარლო ჩხეიძე,ვანო და მიხეილ მაჩაბლები,ხოლო მათ შემდეგ კი დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა ვასილი ველიჩკოც.მან თავის სიტყვის დასასრულს ლექსი ექსპრომტი წარმოთქვა,რომელშიც ორ უდიდეს ქართველ პოეტსა და მამულიშვილს შერიგება და კეთილი ურთიერთობა უსურვა. (ავტორი გენია.ჯი) მისმა სიტყვამ აკაკის დიდი გაღიზიანება გამოიწვია,თავი ვერ მოთოკა და საჯაროდ,შემდეგი საპასუხო სიტყვა წარმოთქვა: “ამ უცხო კაცს ჩვენი ვითარების არაფერი ესმის და ამიტომ შედის შეცდომაში.ჩვენ თუ ერთმანეთში უთანხმოება და კინკლაობა გვაქვს,ეს იმით აიხსნება,რომ გვინდა ურთიერთი წავახალისოთ მეტ მუშაობაზე.გაჭირვება თუ რამ დაადგა ჩვენს ერს,ყველანი შევერთდებით”.

ამ დროს კი ილია,როგორც ჩვეულება ჰქონდა,როცა მის პირადს ეხებოდნენ,ჩუმად იჯდა და იღიმებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>