ანტონ ფურცელაძე – “ეპიზოდი”

გამოჩენილი ქართველი პოეტი,მწერალი და მთარგმნელი – ანტონ ფურცელაძე (1839-1913 წლები),იმ ერთ-ერთ უიშვიათეს ლიტერატორს წარმოადგენდა ისტორიაში,რომელსაც გენიალური ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის – უილიამ შექსპირის შემოქმედება არ უყვარდა.(ავტორი გენია.ჯი) მას შექსპირის შემოქმედების არაფერი სწამდა და უილიამს,არათუ გენიოსად,არამედ უბრალო მხატვრული ნიჭით დაჯილდოებულადაც კი არ მიიჩნევდა.ანტონი დიდ ინგლისელ დრამატურგს ცრუმორწმუნეობაში სდებდა ბრალს და საყვედურობდა იმას,რომ შექსპირის უკვდავ პიესაში “ჰამლეტში” – აჩრდილი ერთ-ერთ პერსონაჟად გამოიყვანა.აღნიშნულის შესახებ,იგი აცხადებდა: ფრენსის ბეკონის საუკუნეში შექსპირს სული სწამდა და სცენაზე მკვდრების სახით გამოჰყავდაო.ცნობილია ისიც,რომ ანტონმა უილიამის შემოქმედებისადმი კრიტიკით გაჯერებული წერილიც გამოაქვეყნა,რამაც მის მიმართ დიდი რისხვა გამოიწვია.ფურცელაძეს,აღნიშნული წერილის გამო,განსაკუთრებულად გესლიანი სიტყვით მიმართა მისივე მეგობარმა,მეცნიერმა და ისტორიკოსმა – ნიკოლოზ ხიზანიშვილმა.შესაძლოა ითქვას,რომ ხიზანიშვილმა მეგობარი შექსპირისადმი კრიტიკით გაჯერებული წერილის გამოისობით,ცნობილი ქართველი ლიტერატორების წინაშე მასხრადაც კი აიგდო.როგორც ამბობენ,გენიალური ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის მიმართ ანტონ ფურცელაძის დამოკიდებულება რუსი ლიტერატორის – ალექსანდრე პისარევის ზეგავლენით ყოფილა განსაზღვრული,რომელსაც თავის მხრივ,შექსპირი დიდად გულზე არ ეხატებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>