ნიკო ცხვედაძე – “ეპიზოდი”

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ნაგებობის აგებაში სხვა დიდ ქართველ მამულიშვილებთან,მეცენატებთან და ინტელექტუალებთან ერთად,უდიდესი წვლილი დაიდო სასიქადულო ქართველმა პედაგოგმა და პატრიოტმა – ნიკო ცხვედაძემ (1845-1911 წლები).ჯერ შეძენილი იქნა საშუალო სასწავლებლის ასაგებად საჭირო მიწა.შემდგომ გროშებით შეკრებილი ფულით ჩაყრილი იქნა საძირკველი,თუმცა მალევე,უფულობის გამო საქმე ძალიან გართულდა.სწორედ ამ დროს გამოიჩინა ნიკო ცხვედაძემ თავი: ნიშანში ვისაც კი ამოიღებდა,რომელთაც რაიმე ქონება გააჩნდათ,შეუჩნდებოდა და მანამ ფულს არ გამოაღებინებდა,არ მოეშვებოდა.როგორც ამბობენ,ცხვედაძის ხარკს ვერც ერთი შეძლებული ქართველი ვერ გადაურჩა.აქვე უნდა ავღნიშნოთ,რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩვენი შეძლებული ქართველობა სამშობლოში იყო,თუ უცხოეთში.იგი ყველას ყველგან სწვდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მას ისეთი შესანიშნავი ხერხი ჰქონდა შემუშევბული,რომ ასეთ შესაშური საქმის დაფინანსებაზე უარს ვერავინ ეუბნებოდა.ცნობილია ისიც,რომ ნიკო ცხვედაძე აღნიშნული საკითხის გამო ბრწყინვალე ქართველ მამულიშვილს,ქართული კონიაკის ფუძემდებელსა და ქველმოქმედს – დავით სარაჯიშვილსაც ეწვია.სარაჯიშვილის სასახელოდ უნდა ითქვას,რომ მან უხვად გაშალა ხელი და არაფერი დაუზოგავს ამ საქმისათვის.მის თამასუქებს საკომერციო ბანკებში ასი ათასი მანეთობით ანაღდებდნენ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ დავითთან მისულ ნიკოს,სარაჯიშვილის გულკეთილმა მეუღლემ – ეკატერინე ფეიქრიშვილი-სარაჯიშვილმაც დიდი დახმარება აღმოუჩინა.მან სტუმრად მისულ ცხვედაძეს შემდეგი სიტყვით მიმართა:

” – წაიღეთ რამდენიც გნებავთ,რის ეშმაკისთვის გვინდა ფული,შვილი ჩვენ არ გვყავს და ძე ჩვენ არ გვაბადია.მთელი ჩვენი ქონება,ჩვენი სიკვდილის შემდეგ,მაინც ისევ ქართველ საზოგადოებას დარჩება.მხოლოდ ერთს კი გეხვეწებით: ბანკის თამასუქებს ფრთხილად მოექეცით,ვადაზე გადაუხდელი არ დაგრჩეთ,ჩემი ქმარი არ დაღუპოთ და სიცოცხლეშივე ულუკმა-პუროდ არ დაგვტოვოთ”.

თუმცა,საუბედუროდ,იყო ისეთი შემთხვევებიც,როდესაც ამა თუ იმ შეძლებულ ქართველს ნიკოსათვის საშუალო სასწავლებლის ნაგებობის ასაგებად საჭირო ფულის მიცემაზე უარი რომ უთქვამს.მაგალითად,ერთხელ,ფულის ძიებაში გართული ნიკო დიდი ფეოდალის,გენერალ მუხრანსკის კარსაც მისდგომია.გენერალმა ცხვედაძე ზრდილობიანად მიიღო,ყურადღბეით მოუსმინა რაც სათქმელი ჰქონდა, და მერე ნიკოს ასეთი პასუხი გასცა: – კარგი საქმე დაგიწყიათ.მეც მუხრანში ამ ხანად დიდ სახლს ვაშენებ.კარგად მოგვივა საქმე: თუ მოვესწარით,მაგ თქვენს შენობაში პარლამენტი გავმართოთ,ტფილისი მაშინ პარიზი იქნება,ხოლო მუხრანი – ვერსალიო.

ფაქტიურად,ამ ლათაიებით ისე მოიცილა თავიდან მუხრანსკიმ ცხვედაძე,რომ მისთვის გროშიც კი არ მიუცია.მოგვიანებით,მუხრანსკის ვაჟმა – კოწია მუხრანსკიმ როგორღაც მაინც გაიმეტა ფული – 400 თუმანი ამ უკეთილშობილესი საქმისათვის.მაგრამ ისიც ცნობილია,რომ კოწია ამის შემდგომ ყველას შესჩიოდა – გამძრცვესო.მოგვიანებით,იმ ნაგებობაში (სასწავლებელში),რომლის აგებაშიც უდიდესი წვლილი დაიდო ნიკო ცხვედაძემ,ქართული უმაღლესი განათლების ბურჯი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი იქნა გახსნილი,რომელსაც სამწუხაროდ,ნიკო ცხვედაძე ამ შესანიშნავ მოვლენას ვერ მოესწრო.  - (ავტორი გენია.ჯი)

დავით სარაჯიშვილი მეუღლესთან ერთად

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>