სამსონ ფირცხალავა წერდა…
“ჩვენ არ შეგვიძლია ვიოცნებოთ წარსულის დაბრუნებისთვის,ეს ხომ შეუძლებელიცაა.მაგრამ წარსულში იყო ბევრი რამ ჭეშმარიტად ბრწყინვალე და სასიქადულო: იქ ჰყვავის ძლიერი სული,მაღალი ნიჭი,მდიდარი შემოქმედება; ჩვენს წინაპრებს თამამად შეუძლიათ საპატიო ადგილი დაიკავონ კაცობრიობის ისტორიაში,ეს ჩვენი სიამაყეა.მაგრამ ჩვენი წარსული სასაფლაოზე აგებული ძეგლი კი არ უნდა იყოს ჩვენთვის,რომლის იქითაც სიკვდილია; არა,წარსული ჩვენი ის კანდელი უნდა იყოს,რომელიც გზას გვინათებს მშვენიერ მომავლისაკენ,მოგვიწოდებს მხნე მოქმედებებისათვის,ყოველმხრივ მდიდარ სიცოცხლისათვის,სადაც წინაპართა სასახელო ნაანდერძევს შევუერთებთ,რასაც თვით შევიძენთ დღევანდელ საკაცობრიო კულტურისაგან!.. ეს ძველი სულიერი სიძლიერე და შემოქმედება უნდა გამოვიჩინოთ სამაჰმადიანო საქართველოს ბედის გადასაწყვეტად: საქრისტიანო და სამაჰმადიანო საქართველო უნდა შეიქნეს ერთ საქართველოდ სულით,გულით,კულტურით,ეროვნულის შეგნებით”. – (ავტორი გენია.ჯი)