ნერონი – “ეპიზოდი”
ოდიოზური თვისებებითა და სისასტიკით ცნობილ რომის იმპერატორს – ნერონს (37-68 წლები) მედიკოსებმა ურჩიეს,რომ მხედველობის გასაუმჯობესებლად კარგი იქნებოდა თუ უპირატესობას მწვანე ფერს მიანიჭებდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ აღნიშნული რეკომენდაციის შემდგომ,ნერონმა მუდმივად დაიწყო მწვანე ფერის ტანისამოსის ტარება.გარდა ამისა,ოსტატებს თავისი საძინებელი ქრიზოლითის ფერში გადააღებინა; გლადიატორების საბრძოლო არენა მალაქიტის მწვანე ქვებით შეამკო,ხოლო გლადიატორთა სისხლიან დაპირისპირებას კი სპეციალურად დამუშავებული ზურმუხტის ქვით ადევნებდა თვალს. (ავტორი გენია.ჯი)