მაქსიმ გორკი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,იოსებ სტალინის მიერ “წითელ იმპერიაში” დამყარებული დესპოტური რეჟიმის ერთ-ერთი მხარდამჭერი გახლდათ ცნობილი რუსი მწერალი - მაქსიმ გორკი (1868-1936 წლები).ცნობილია ისიც,რომ მის მიერ 1930 წლის 15 ნოემბერს გაზეთ “პრავდაში” გამოქვეყნებული სტატიის სახელწოდება – “თუკი მტერი არ ნებდება – მას ანადგურებენ”, – სტალინური რეპრესიების უმთავრეს დევიზად იქცა. (ავტორი გენია.ჯი) 1906 წლის თებერვლის თვეში,მაქსიმ გორკი თავის ფაქტიურ მეუღლესთან (გორკის პირველ ცოლთან – ეკატერინე ვოლჟინასთან ხელი არ ჰქონდა ოფიციალურად გაწერილი),მსახიობთან – მარია ანდრეევასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია.სხვადასხვა სოციალურ ფენებთან შეხვედრების გარდა,ნიუ-იორკში ვიზიტისას მაქსიმმა ამერიკული ლიტერატურის კორიფე – მარკ ტვენიც გაიცნო.გორკის აშშ-ი ვიზიტის დასაწყისი ტრიუმფალური იყო,თუმცა დასასრული კი ერთობ სკანდალური: მას შემდგომ,რაც იმ სასტუმროს მეპატრონემ,რომელშიც დაბინავებული გახლდნენ მაქსიმ გორკი და მარია ანდრეევა,გაიგო,რომ ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ,ღამის სამ საათზე რუსეთიდან ჩასული წყვილი არა მხოლოდ სასტუმროდან გამოაძევა,არამედ აღნიშნული სასტუმროს კარებთან მიახლოვებაც კი აუკრძალა. – (ავტორი გენია.ჯი)
მარია ანდრეევა
ეკატერინე ვოლჟინა (გორკის რიგით პირველი მეუღლე)