ალფრედ შნიტკე – “ეპიზოდი”

ებრაული წარმომავლობის მქონე გამოჩენილი რუსი კომპოზიტორის,მუსიკათმცოდნისა და პედაგოგის – ალფრედ შნიტკეს (1934-1998 წლები) საფლავზე მეტად უცნაური და მრავლისმეტყველი საფლავის ქვა იქნა აღმართული.(ავტორი გენია.ჯი) კერძოდ,აღნიშნულ ქვაზე ამოკვეთილია ნოტების დაფა,რომლის ცენტრალურ ნაწილში კარგად ჩანს პაუზის ნიშანი; მის ზემოთ განთავსებულია – ფერმატა (მუსიკალური ნიშანი,რომელიც პაუზის ხანგრძლივობას ზრდის განუსაზღვრელი დროით),ხოლო ქვემოთა მხარეს კი გამოსახულია – “ფორტე-ფორტისიმო” (ყველაზე ხმამაღალი მუსიკალური ჟღერადობის ნიშანი).საერთო ჯამში,ალფრედის საფლავის ქვაზე გამოსახული მუსიკალური სიმბოლოების ერთობლიობა შესაძლოა განიმარტოს,როგორც – “გამაყრუებელი მარადიული დუმილი”. – (ავტორი გენია.ჯი)

ალფრედ შნიტკე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>