ბიკენტი ვერესაევის წიგნიდან – “ექიმის ჩანაწერები”
“უძველეს დროში კბილები ადამიანს ესაჭიროებოდა ზომიერი და მაგარი საჭმლის სახრავად,საგლეჯად და საღეჭად.ახლა ადამიანი რბილ,ძალიან ცხელ და ძალიან ცივ საჭმელს ჭამს; ასეთი საჭმლისათვის საჭიროა რაღაც სულ სხვაგვარი კბილები,წინანდელი მისთვის უვარგისია.ამაზე მიუთითებს იმ ჭიანი კბილების უდიდესი რაოდენობა,კულტურულ ხალხებში რომ აღინიშნება.ველურ ტომებს,რომელთაც არავითარი კულტურა არ გააჩნიათ,ძალიან განვითარებული ყბები და მაგარი,ჯანსაღი კბილები აქვთ; ნახევრად ცივილიზებულ ხალხებში ჭიანი კბილების მქონე ადამიანთა რიცხვი მერყეობს 5 – 25 პროცენტს შორის,მაშინ,როცა უმაღლესი კულტურის ხალხების 80 პროცენტზე მეტი კბილების მჭამელათია დაავადებული.რა არის ეს? ცოცხალი ორგანო,ლპობადი და ხრწნადი ცოცხალ ადამიანში! და ეს გამონაკლისი როდია,არამედ,როგორც წესი,ძალზე მცირე გამონაკლისებითაა”. – (ავტორი გენია.ჯი)