დოქტორი პოლ უაიტი ველოსიპედით სარგებლობის შესახებ წერდა…

“კუნთების პასიურობისა და გულის სისუსტის გამო იჩაგრება პირველყოვლისა თავის ტვინი,ვინაიდან იგი საკმარისად არ იკვებება ჟანგბადით.როგორც ექიმი,ვურჩევ ჩემ პაციენტებს,სულ უფრო ხშირად ისეირნონ ველოსიპედით. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი სეირნობა ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური,ასევე სულიერი ჯანმრთელობისთვის.რაც უფრო ბევრს ივლის ჩემი პაციენტი ველოსიპედით,მით უფრო ნაკლებად გამოიყენებს იგი უძილობისთვის დამამშვიდებელ საშუალებებს.ავტომობილი ამერიკელთა სხეულსა და სულს ამახინჯებს,ხოლო ველოსიპედის რეგულარულად გამოყენებამ კი შეიძლება დაიხსნას ისინი.ჯანმრთელობისათვის ველოსიპედის მიერ მოტანილი სარგებლობის საიდუმლოება იმალება სატერფულების მოძრაობაში,რის წყალობითაც მკვეთრად იზრდება სისხლის მოძრაობა ქვედა კიდურებიდან გულისა და ფილტვებისაკენ.ველოსიპედი არამარტო შესანიშნავი საშუალებაა,რათა გაამაგროს კუნთები,არამედ ხელი შეუწყოს ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლასაც.ადამიანი,რომლის წონაა 70 კილოგრამი,თუ ყოველდღე ერთი საათის განმავლობაში 20 კილომეტრს გაივლის,დახარჯავს 600 კილოკალორიაზე მეტს.ასეთივე ეფექტის მიღწევა შეიძლება,თუ ფეხით ვისეირნებთ დაახლოებით 2,5 საათს.მე ვიცნობ ადამიანებს,რომლებსაც თითქმის არ შეუცვლიათ თავიანთი კვების ჩვეულებრივი დღის რაციონი და ველოსიპედის წყალობით ერთი წლის მანძილზე დაიკლეს 6 – 8 კილოგრამი.ზემოაღნინულიდან გამომდინარე გირჩევთ – ისარგებლეთ ველოსიპედით!” – (ავტორი გენია.ჯი)

P.S. პოლ უაიტი (1886-1973 წლები) – გახლდათ დიდი ამერიკელი ექიმი (კარდიოლოგი),რომლის მიერ დაწერილი სამედიცინო ნაშრომები დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>