ელიზბარ ჯაველიძე წერდა…
“როცა ქართულზე მწყრალათ ვართ,როცა საკუთარ ქმნილებებსაც ძლივს “ვჩორკნით” და ვაჯახირებთ,როცა ენათმეცნიერების თანამედროვე დონეზე ელემენტარული წარმოდგენაც არა გვაქვს,მაშინ იმის შეგნება მაინც უნდა გვქონდეს,რომ სხვას არ ვასწავლოთ,სხვას არ შევუსწოროთ ქართული, და ისე არ გავკადნიერდეთ,რომ კლასიკოსების ტოლად წარმოვიდგინოთ თავი და მათი თუ ქართველი ერის სახელით მთელ მსოფლიოს ველაპარაკოთ; ხოლო თუ ასე გავკადნიერდებით,იმდენი წინდახედულება მაინც უნდა გვქონდეს,რომ ჩვენი ელემენტარული უცოდინარება დავმალოთ და გაუგონარი და მკრეხელური აზრები აღმოჩენებად და მრავალი წლის ნაფიქრალად არ წარმოვაჩინოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)