“დამაკვირდი”
1. “ეტყობა,ადამიანმა აკვნიდანვე უნდა ისწავლოს საკუთარი თავის შეცნობა,გაანალიზოს მხნეობისა და მოშვებულობის მიზეზი,სატკივარი თუ კარგი გუნება-განწყობილება.შეიცნო თავი შენი,ისევე დიდად მნიშვნელოვანია,როგორც,მაგალითად,საკუთარი პროფესიის,მხატვრული ლიტერატურის ან მახლობელ ადამიანთა ხასიათების ცოდნა.ყველა კულტურული ადამიანი ვალდებულია კარგად ერკვეოდეს არა მარტო თავისი სულიერი და ნერვულ-ფსიქიური ხასიათის თავისებურებებში,არამედ აწონილ-დაწონილი ჰქონდეს ფიზიკური მდგომარეობის ყველა ნიუანსიც.საკუთარი თავის შეცნობა მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება და საჭიროა ბავშვობიდანვე გამოუმუშავდეს ადამიანს ამგვარი შეცნობის ჩვეულება თუ სურვილი”. - სტივ შენკმანი
* * *
2. “მხოლოდ ადამიანი,რომლის ზნეობრივი საყრდენებიც ძალიან საეჭვოა (მეტი რომ არ ვთქვათ),მისცემს თავის თავს ნებას ღრეჭა და ხითხითი დაიწყოს იმაზე,რასაც მთელი თავისი სიცოცხლე,ნიჭი,ენერგია შეალიეს მისმა მშობლებმა,მისმა ბაბუებმა და ბებიებმა,მისმა ნათესავებმა და ახლობლებმა”. – თამაზ წივწივაძე
* * *
3. “არ მინდა ავურიო ხუმრობა ლაზღანდარობაში.ლაზღანდარობა ისეთი “ხუმრობაა”,რომელიც სიცილის მაგიერ სიბრალულსა და სიბრაზეს იწვევს თავისი უნიჭობით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. “მხედველობა ცხოვრების წესის მიერაა ნაკარნახევი.ყოველ ცოცხალ არსებას ისეთი მხედველობა აქვს,როგორიც სჭირდება თავის გადასარჩენად.მტაცებელთ,მაგალითად,ძლიერი ცენტრალური მხედველობა აქვთ,აუცილებელი მსხვერპლის მოსაძებნად და სადევნელად.მსხვერპლს კი,პირიქით,ცენტრალური მხედველობა სუსტად აქვს განვითარებული,სამაგიეროდ,ძლიერ ფართო თვალთახედვის არე გააჩნია,რაც ხელს უწყობს დროულად შეამჩნიოს ხიფათი.კურდღელს ტყუილად როდი ეძახიან ელამს.მას უნარი აქვს სირბილის დროს არც კი შემობრუნდეს,ისე დაინახოს თავისი კუდი”. – სტივ შენკმანი
* * *
5. “იღლებიან და ქანცი ერთმევათ არა იმდენად იმის გამო,რომ ბევს შრომობენ,უფრო იმისგან,რომ ცუდად შრომობენ”. – ნიკოლოზ ვედენსკი
* * *
6. “ზოგიერთი საძაგლად თვრება მხოლოდ იმის გამო,რომ უპასუხისმგებლოდ ეკიდება თავის საქციელს: უპასუხისმგებლობა კი არა მარტო დოზის დარღვევასა და წახემსებაში გამოიხატება,არამედ იმაშიც,რომ ამ ხალხს არ უნდა,ანდა არ იცის,რომ საჭიროა წინასწარვე მიმართოს თვითჩაგონებას,რომელიც სისხლში არსებული ალკოჰოლის იმავე კონცენტრაციის დროს სათანადო კონტროლს გაუწევდა გუნება-განწყობილებას და საქციელს.სწორედ აი ამ წინასწარ თვითგანწყობილებაშია ალბათ საძებარი განთქმული “სმის ცოდნის” ძირითადი საიდუმლოებები”. – ვლადიმერ ლევი
* * *
7. “ლუდსა და ღვინოში გაცილებით მეტი იხრჩობა,ვიდრე წყალში”. – მაქს რუბნერი
* * *
8. “იქ,სადაც ხშირად იხედება მზე,იშვიათია ექიმი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
9. “შიმშილი და სიყვარული განაგებს სამყაროს”. – ჰესიოდე
* * *
10. “ადამიანი – საზოგადოების ყველაზე ძვირფასი კაპიტალია”. – (ავტორი გენია.ჯი)