იოსებ სტალინის სიტყვით გამოსვლიდან…

“ზოგჯერ კითხულობენ,ხომ არ შეიძლება რამდენადმე შევანელოთ ტემპები,შევაკავოთ მოძრაობა.არა,ამხანაგებო,არ შეიძლება! არ შეიძლება ტემპების შემცირება!.. ტემპების შენელება ჩამორჩენას ნიშნავს.ჩამორჩენილებს კი სცემენ.ჩვენ კი არ გვინდა ნაცემი ვიყოთ.არა,არ გვინდა!

ძველი რუსეთის ისტორია,სხვათა შორის,იმაში მდგომარეობდა,რომ მას განუწყვეტლივ სცემდნენ ჩამორჩენილობისათვის.სცემდნენ მონღოლელი ხანები.სცემდნენ თურქი ბეგები.სცემდნენ შვედი ფეოდალები.სცემდნენ პოლონელ-ლიტველი პანები.სცემდნენ ინგლის-საფრანგეთის კაპიტალისტები.სცემდნენ იაპონელი ბარონები.სცემდნენ ყველანი – ჩამორჩენილობისათვის…

ჩვენ 50 – 100 წლით ჩამოვრჩით მოწინავე ქვეყნებს.ჩვენ ეს მანძილი ათი წლის განმავლობაში უნდა გავირბინოთ.ან შევასრულებთ ამას,ან გაგვსრესენ…

მაქსიმუმ ათ წელიწადში უნდა გავირბინოთ ჩვენ ის მანძილი,რომლითაც კაპიტალიზმის მოწინავე ქვეყნებს ჩამოვრჩით.ამისათვის ჩვენ ყველა “ობიექტური” შესაძლებლობა მოგვეპოვება.გვაკლია მხოლოდ შესაძლებლობათა სათანადოდ გამოყენების უნარი.ეს კი დამოკიდებულია ჩვენზე.მხოლოდ ჩვენზე1 დროა ვისწავლოთ ამ შესაძლებლობათა გამოყენება.დროა ბოლო მოვუღოთ წარმოებაში  ჩაურევლობის დამპალ გეზს.დროა შევითვისოთ სხვა,ახალი,ახლანდელი პერიოდის შესაბამისი გეზი: ჩავერიოთ ყველაფერში.თუ შენ ქარხნის დირექტორი ხარ – ჩაერიე ყველა საქმეში,ჩაუკვირდი ყველაფერს,მხედველობიდან არაფერი გაუშვა,ისწავლე და კიდევ ისწავლე.ბოლშევიკები უნდა დაეუფლონ ტექნიკას.დროა,რომ ბოლშევიკები თვითონ გახდნენ სპეციალისტები.”ტექნიკა რეკონსტურქციის პერიოდში ყველაფერს წყვეტს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>