მარიო დე ანდრადე

მარიო დე ანდრადე - დაიბადა 1893 წლის 9 ოქტომბერს ბრაზილიის უდიდეს ქალაქ სან-პაულუში.იგი წარმოადგენდა გამოჩენილ ბრაზილიელ პოეტს,მწერალს,მუსიკათმცოდნესა და ხელოვნებათმცოდნეს.მის სახელთან არის დაკავშირებული ბრაზილიური მოდერნიზმის დაარსება და ფაქტიურად სწორედ ანდრადე გახლდათ ის პიროვნება,რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ბრაზილიური პოეზიის შექმნას,თავისი ცნობილი პუბლიკაციის გამოქვეყნებით (1922 წელს),სახელწოდებით “Pauliceia Desvairada”. (ავტორი გენია.ჯი) ამავე წელს,ცნობილ ბრაზილიელ მხატვართან – ემილიანუ დი კალვაკანტისთან ერთად,ორგანიზება გაუწია სან-პაულუში “თანამედროვე ხელოვნების კვირეულს”,რითაც კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანა ბრაზილიურ კულტურული ხელოვნების განვითარებაში.მოგვიანებით ანდრადე გაწევრიანდა ავანგარდული ხელოვნების მიმდინარეობის ჯგუფში – “პიატეროში”,სადაც მის გარდა გაწევრიანებული იყვნენ ცნობილი ბრაზილიელი ხელოვანები,ისეთები როგორებიც იყვნენ: მხატვარი – ტარსილა დუ ამარალი,მხატვარი – ანიტა მალფატი,პოეტი – ოსვალდო დე ანდრადე და სხვები.მარიო დე ანდრადემ უდიდესი გავლენა იქონია XX და XXI საუკუნის ბრაზილიურ ლიტერატურაზე.იგი გახლდათ პიონერი ბრაზილიაში “ეთნომუსიკალოგიისა” (მუსიკალური ეთნოგრაფია),რომელმაც შემდგომ ქვეყნის გარეთაც დიდი პოპულარობა ჰპოვა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ისიც,რომ მიუხედავად ანდრადეს აქტიური მოღვაწეობისა ხელოვნებასა და ლიტერატურასი,მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობილი ფაქტიურად არაფერია.მარიო დე ანდრადე გარდაიცვალა 1945 წლის 25 თებერვალს სან-პაულუში.მისი სახელის უკვდავსაყოფად კი ქალაქ სან-პაულუში და საერთოდ ბრაზილიაში ერთ-ერთ უდიდეს საჯარო ბიბლიოთეკას მარიო დე ანდრადეს სახელი ეწოდა.