რამდენიმე საინტერესო ფაქტი “ვაშლის” შესახებ…
1. არქეოლოგთა დასკვნების თანახმად,ვარდისებრთა ოჯახის ხისა და ბუჩქოვან მცენარეთა გვარის – ვაშლის ნაყოფის საკვებად გამოყენება ადამიანებმა ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 6 500 წლის წინ დაიწყეს. - (ავტორი გენია.ჯი)
2. დღეისათვის ბუნებაში 7 500 ვაშლის სახეობა ხარობს.
3. როგორც ცნობილია,ვაშლი წყალში არ იძირება.ამას განაპირობებს ის გარემოება,რომ თითოეული ვაშლის მასა 20-დან 25-მდე პროცენტ ჰაერს შეიცავს.
4. ძველი ბერძნებისა და ძველი რომაელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ხილი – ვაშლი,არა მხოლოდ ადამისა და ევას საყოველთაოდ ცნობილ ისტორიაში გვხვდება,არამედ იგი მოხსენიებულია ანტიკური ხანის მითოლოგიაში (პარისის სამსჯავრო და ჰესპერიდების ვაშლი),სკანდინავიურ და სლავურ მითებში.
5. დღეისათვის,ყველაზე ასაკოვანი ვაშლის ხე ამერიკის შეერთებულ შტატებში ხარობს.კერძოდ,ნიუ-იორკში.მანჰეტენზე ვინმე პეტერ სტიუვესანტმა თავის ბაღში 1647 წელს დარგო ვაშლის ნერგი,რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.ამ პერიოდისათვის ყველაზე ასაკოვანი ვაშლის ხის ასაკი – 369 წელია. – (ავტორი გენია.ჯი)
6. სტატისტიკოსების ცნობების თანახმად,ვაშლის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა,მეორეზე ამერიკის შეერთებული შტატები (ცნობისათვის,აშშ-ი 2000-მდე სახეობის ვაშლი ხარობს),ხოლო მესამეზე კი თურქეთის რესპუბლიკა.
7. სტატისტიკოსებისვე მონაცემებით,ვაშლის ბაღებს დედამიწაზე 5 მილიონი ჰექტარი მიწი ფართობი აქვთ დაკავებული.
8. ვაშლი უძველესი ეპოქებიდან სიმბოლირდება – ცოდნასთან,სიბრძნესთან და მზის სითბოსთან.ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ ვაშლის ხე – ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,სინათლისა და ხელოვნების ღმერთის – აპოლონის “წმინდა ხედ” იყო მიჩნეული.
9. ინდოეთსა და სამხრეთ ამერიკის რიგ ქვეყნებში არსებობს რამდენიმე რელიგიური სექტა,რომლებიც ვაშლს,როგორც “სიცოცხლის სიმბოლოს”,დღემდე ეთაყვანებიან. – (ავტორი გენია.ჯი)
10. დიდ ბრიტანეთში ყოველი წლის 21 ოქტომბერს “ვაშლის დღე” აღინიშნება.