ა. ჟენიოს წიგნიდან – “ას წლამდეც ვიცოცხლებთ”
1554 წლის 30 ივნისს კარდინალი დარმანიაკი ქუჩაში ეტლით მიემგზავრებოდა,რა დროსაც 80 წლის მოხუცი შენიშნა,რომელიც იქვე თავის სახლის ზღურბლზე ჩამომჯდარიყო და მწარედ ქვითინებდა.კარდინალის თანაგრძნობით აღსავსე კითხვაზე მოხუცმა უპასუხა: იმის გამო ვტირი,რომ… მამამ გამწკეპლაო.აღნიშნულმა პასუხმა კარდინალი დიდად გააოცა,რის გამოც მოხუცის მამის ნახვა გადაწყვიტა.მას მიუყვანეს ენერგიული თეთრწვერა მამაკაცი,რომელსაც იმჟამად 113 წელი შესრულებოდა.მან კარდინალს ამაყად განუცხადა,რომ სრული უფლება გააჩნდა საკუთარი ვაჟის დასჯისა: “სანამ ამისი ძალ-ღონე შემწევს,საკუთარ ვაჟს,რამდენი წლისაც არ უნდა იყოს,დამსახურებისამებრ დავსჯი.ჩემი ვაჟი უდიერად ელაპარაკებოდა თავის პაპასო”.კარდინალი დარმანიაკი,პასუხმა კიდევ უფრო გააოცა და ახლა, 80 წლის მოხუცის პაპის გაცნობაც მოიწადინა.მის წინაშე სულ მალე – 147 წლის მოხუცი წარსდა.ნანახით გაოგნებული კარდინალი დიდხანს სამარისებულ დუმილს ინარჩუნებდა,შემდგომ კი აღტაცებით წამოიძახა: “ესე იგი,სრულიად შესაძლებელია,ადამიანმა 100 წელზე გაცილებით დიდხანს იცოცხლოსო”, და თვითკმაყოფილმა გზა განაგრძო. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. საინტერესოა ის გარემოებაც,რომ ზემოაღნიშნული (როგორც თავად ირწმუნებოდა) რეალური ისტორიის ავტორმა,ფრანგმა აკადემიკოსმა – ა.ჟენიომ,თავადაც საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრება განვლო და 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. – (ავტორი გენია.ჯი)