ხილის ყინული – “ეპიზოდი”
1905 წელს სან-ფრანცისკოში (აშშ) მაცხოვრებელმა 11 წლის ფრენკ უილიამ ეპერსონმა თავისი სახლის ვერანდაზე ლიმონათით სავსე ჭიქა დატოვა,რომელშიც თავის მხრივ,ხის ჩხირი იდო. (ავტორი გენია.ჯი) იმავე ღამით,სან-ფრანცისკოში საშინელი ყინვა დაიჭირა,რამაც ლიმონათის თხევადი მასა მყარ მასად აქცია.დილით,ვერანდაზე გასულმა ფრენკმა ჭიქიდან ხის ჩხირის საშუალებით გაყინული ლიმონათი ამოიღო და როდესაც გემო გაუსინჯა,აღფრთოვანებულმა გადაწყვიტა,რომ აღნიშნულ ინოვაციურ პროდუქტზე პატენტი აეღო.მას შემდგომ 18 წელი გავიდა… 1923 წელს ფრენკმა ხილის ყინულზე პატენტი აიღო.საინტერესოა ის გარემოება,რომ ხილის ყინულმა მოსახლეობაში იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა,რომ პატენტის აღებიდან სულ რაღაც 5 წელიწადში 60 მილიონი ხილის ყინული იქნა გაყიდული. (ავტორი გენია.ჯი)
ფრენკ უილიამ ეპერსონი