იცით თუ არა,რომ

1. უძველეს საბერძნეთში მხოლოდ წყლით კარგად შეზავებულ ღვინოს იყენებდნენ (პროპორციით: სამი წილი წყალი და ერთი წილი ღვინო).ის,ვინც სუფთა ღვინოს სვამდა,ლოთად აღიარებდნენ.ლოთებს კი “ოსტრაკიზმი”,ანუ განდევნა ემუქრებოდათ.ძველ რომში კი ღვინის სმის უფლება 30 წლამდე ასაკის მქონეთ ეკრძალებოდათ. – (ავტორი გენია.ჯი)

2. ჭადრაკში გამოყენებული ტერმინები – “შახი” და “მატი” სპარსული წარმომავლობის მქონეა და აღნიშნავს – “მეფე მკვდარია”.

3. ერთდერთი სახეობის ფრინველი,რომელსაც შარდის ბუშტი გააჩნია – სირაქლემაა.

4. სიტყვა – “ალკოჰოლიზმი” ხმარებაში პირველად (1849 წელს) შვედმა ექიმმა და საზოგადო მოღვაწემ – მ. ჰუსმა დაამკვიდრა. – (ავტორი გენია.ჯი)

5. ამერიკის შეერთებული შტატების საპატენტო ბიუროში რეგისტრირებულია ხვრინვასთან ბრძოლის ერთმანეთისაგან განსხვავებული – 186 გამოგონება.

7. სუნთქვის შეკავებას – აპნოე ეწოდება.

8. ძილის დროს პირი ღია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანს აქვს.

9. ძველი სპარტელები სჯიდნენ ყველა იმ მზარეულს,რომლებიც კერძების დამზადებისას გადამეტებულ სინატიფეს გამოიჩენდნენ.

10. ძველი ელადის უდიადესი მოქანდაკეები პირველნი იყვნენ,რომლებმაც ყურადღება მიაქციეს ადამიანის სხეულის სილამაზის ურღვევ კავშირს პროპორციების ცნებასთან. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>