ტიციან ტაბიძის გენიალური მოსაზრებები…
“სიყვარული,სიყვარული! ყოველი ასო ამ სიტყვისა ადამიანის სისხლით არის ჩაწერილი მატიანეში,ცხოვრება შეჩერდებოდა,ის რომ არ ამოძრავებდეს! ვინ იცის,ახლა რამდენი ფიქრობს მასზე.ადამიანმა არ იცის ადამიანობა,თუ არ ჰყვარებია,სულ ერთია,როგორი სიყვარულით.თუ სიყვარული ბედნიერია,მაშინ აღტაცებას არ აქვს საზღვარი,შვების ქსელში ნეტარებს სული; თუ უბედურია,მაშინ ის ტანჯვა,მაგრამ ამ ტანჯვაშიც არის ილამაზე,რომელსაც ვერავინ გამოისყიდის,უკვდავი ღამე იხვევს კალთაში ლოცვას და წყევლას,რომელიც აღმოხდებათ ხოლმე ადამიანებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ბალზაკმა თქვა: “ყველა გაუცნობლად ვკვდებით,დიდება – მზეა მკვდართათვის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“რა სარგებლობა აქვს ადამიანს ყველა თავის შრომისაგან,რომელზედაც მზის ქვეშ მუშაობდა.მოდგმა მიდის,მოდგმა მოდის და მიწა დგას.ისევე ამოდის მზე,ჩავა მზე,უბრუნდება ისევ თავის ალაგს.რაც იყო ისევე იქნება,რაც ხდებოდა,იგივე მოხდება.არა არის რა ახალი მზის ქვეშე – გარდა ამაოებისა და სულის აღრევისა.მე ეკლეზიასტი მეფე ვიყავი”.
* * *
“ყრუა ცა! ის არასდროს არ ისმენდა და არც მოისმენს ადამიანის გოდებას”.
* * *
“საზოგადოდ,სიკვდილის შემდეგ შეიქმნება ხოლმე ადამიანის ქება.აქებენ იმისთვის,რომ არასასიამოვნოა მკვდრის გინება”.
* * *
“იულიუს კეისარს ურჩიეს ქურუმებმა მარტის დღეებში სენატში არ წასულიყო,მაგრამ ბედისწერა არასოდეს არავის არ აპატიებს,ფარვანასავით თავს დასტრიალებს ადამიანს,სანამ არყოფნის ღამეში არ ჩაქრება ჩირაღდანი ცხოვრებისა.ბრუტოსის მახვილი კეისრის სისხლში უნდა ამოსვრილიყო,რადგან ცხოვრების სასწორი დემონმა გადასწია.იქნება ეს ცთომით მომდიოდეს,მაგრამ მე მწამს,რომ აესებობს ბედისწერა,ის არის “რაღაც”,რომელიც უნდა სუფევდეს,მას ვერავინ ასცდება,რაც უნდა ეცადოს”.