ოვანეს თუმანიანი – “ეპიზოდი”
დიდი სომეხი პოეტი,მწერალი და საზოგადო მოღვაწე – ოვანეს თუმანიანი (1869-1923 წლები) გახლდათ ის პირველი ადამიანი,რომელსაც ყველაზე უფრო აწვალებდა ფიქრი სომხებისა და ქართველების ძმობაზე. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ოვანესის გულწრფელი სურვილის ყველას სწამდა საქართველოში.ოსმალეთთან ომის პერიოდში,სადაც დაიღუპა მისი უფროსი ვაჟი,ოვანესმა ექვსი ქალიშვილი გაგზავნა ფრონტზე მოწყალების დებად, და როდესაც ქართველ-სომეხთა ომი დაიწყო (1918 წელი),ზოგიერთი მისი ქალიშვილი ერევანში მოხვდა.სწორედ იმ პერიოდში მოუწოდა მან თავის ქალიშვილებს,რომ არავითარ შემთხვევაში არ მიეღოთ მონაწილეობა ქართველთა წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში.თუკი ოვანესის ქალიშვილები მამის მოწოდებას არ დაემორჩილებოდნენ,ამ შემთხვევაში ქართველთა მოყვარული დიდი სომეხი საზოგადო მოღვაწე მათ – დაწყველითა და შეჩვენებით დაემუქრა. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,ოვანესი საქართველოს – “კავკასიის საფრანგეთად” მოიხსენიებდა.