ნინო ჭავჭავაძის შესახებ…
როგორც თანამედროვენი ამტკიცებენ,ქართველი თავადი პოეტის – ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი და რუსი პოეტის – ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე – ნინო ჭავჭავაძე (1812-1857 წლები) თავისი დროის ულამაზესი ქალი ყოფილა. (ავტორი გენია.ჯი) თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,თავად გრიბოედოვსაც სიტყვა არ ჰყოფნიდა მისი სილამაზის აღსაწერად და მას “მურილიოს მადონას” ადარებდა.
1828 წლის 24 ივლისს ალექსანდრე გრიბოედოვი თურქეთის საზღვრიდან,პეტერბურგში თავის ერთ-ერთ მეგობარს სწერდა:
“ეს იყო თექვსმეტს ივლისს.ამ დღეს მე ვიყავი სადილად ჩემს ძველ ნაცნობთან – ახვერდოვას ქალთან.სუფრაზე ვიჯექი ნინო ჭავჭავზის პირდაპირ.სულ იმას ვუყურებდი; დავფიქრდი და გულმა აჩქარებით ცემა დამიწყო; და არ ვიცი რამ მომცა უჩვეულო გამბედაობა,იქნებ სამსახურმა,რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვანი შეიქმნა,შეიძლება კიდევ სხვა რამემ.როცა სუფრიდან ვდგებოდით,მე მოვკიდე მას ხელი და ვუთხარი: “გამომყევით.მე მინდა რაღაც გითხრათ”.ნინო,როგორც ყოველთვის,დამთანხმდა,ალბათ ეგონა,რომ მას ფორტეპიანოსთან მივიყვანდი.მაგრამ ასე არ მოხდა.სახლი მისი დედისა ახლო არის,ჩვენ იქით გადავუხვიეთ,შევედით ოთახში და მე მაშინ ლოყები ამენთო,სუნთქვა შემეხუთა,არც კი მახსოვს,რაზე დავიწყე ლუღლუღი და, ამასთან უფრო და უფრო აღგზნებაში შევედი.იმან დაიწყო ტირილი,შემდეგ გაიცინა; მე ვაკოცე მას და შემდეგ წავედით მის დედასთან.
ჩვენ დაგვლოცეს,მე დავეწაფე მას ტუჩებზე.ეს ასე გრძელდებოდა მთელ დღეს და ღამეს.გავგზავნეთ შიკრიკი მის მამასთან ერევანში,გავატანეთ მას წერილები ჩვენ ორივემ და აგრეთვე ნატესავებმაც.ამასობაში ჩემი ბარგი უკვე შეეკრათ,ჩემოდნები გაემზადებინათ და ყველაფერი სამხედრო ყაიდაზე მოეწყოთ.მეორე ღამეს,თითქმის ცნობადაკარგულმა ამ ამბებისაგან,კვლავ რაზმისაკენ გავსწიენ და უკანაც კი არ მომიხედავს.
გუმბრში მომეწია პასუხი მისი მამის ალექსანდრე ჭავჭავაძისა ერევნიდან.ის გვლოცავდა მე და ნინოს და შეჰხაროდა ჩვენს სიყვარულს.
მე ორჯერ მუყაითი გავხდები,ჩემს და მის მაგივრადაც ვიშრომებ,რომ ვიშოვნო რამე,რითაც შეიძლება შვილები ვარჩინო”.
მეტისმეტად ტანადი,შავგრემანი და მშვენიერი თვალების პატრონი – ნინო ჭავჭავაძე თავის მეუღლეზე უზომოდ იყო შეყვარებული.როდესაც ალექსანდრე თეირანში წავიდა,საიდანაც ის შემდეგ არც დაბრუნებულა, 16 წლის ასაკში მყოფი და ხუთი თვის ფეხმძიმე ნინო მან თავზირში დატოვა. (ავტორი გენია.ჯი)
როდესაც კატასტროფის ამბავი მოვიდა,რომელიც გრიბოედოვს შეემთხვა თეირანში (მოკლული იქნა 1829 წლის 11 თებერვალს),ნინოს მეუღლის მკვლელობის ამბავი დაუმალეს.მას მხოლოდ გადასცეს,რომ მის ქმარს დრო არ ჰქონდა წერილი მოეწერა და სიტყვით დააბარა,რომ ის ძალიან დატვირთულია საქმეებით,რომელნიც აიძულებენ დიდხანს დარჩეს თეირანში და ამიტომ სთხოვს ცოლს დაბრუნდეს თბილისში,თავის დედასთან და იქ ელოდოს მის ჩამოსვლას.
დიდი მოხერხება იყო საჭირო,რომ მისთვის სიმართლე დაემალათ,წინათგრძნობა თითქოს ეჩურჩულებოდა,რომ მას რაღაც ამბავს უმალავდნენ.მისი იდუმალი შიში თანდათან უფრო იზრდებოდა.ერთხელ მას ესტუმრა პასკევიჩის მეუღლე,გრიბოედოვის ბიძაშვილი.ნინოს დედა – სალომე სახლში არ იყო.სწორედ ამ დროს წამოსცდა სტუმარს გრიბოედოვის სიკვდილის ამბავი.
ქმრის ტრაგიკულად გარდაცვალების ამბავმა ჭავჭავაძის ქალი საშინელ ისტერიკაში ჩააგდო.ნერვიულობის ნიადაგზე ნინომ მეორე დღესვე შვა უდღეური ბავშვი. და ამნაირად,იმ საშინელმა ამბავმა,რომელსაც მას ასეთი გაფაციცებით უმალავდნენ,ერთდაიმავე დროს წაართვა ორივე ბედნიერება – ცოლისა და დედისა.
თექვსმეტი წლის ასაკში მყოფი ქვრივის მწუხარება განუზომელი იყო და მთელ თავის სიცოცხლეში ის დარჩა თავისი ქმრის ხსოვნის ერთგული,თუმცა-კი მასზე ოცდაათი წლით მეტი იცხოვრა. და ეს იმ დროს,როდესაც მისთვის ხელი არა ერთ ბრწყინვალე და ვნებით შეყვარებულ სასიძოს უთხოვია.ალექსანდრეს ცხედარი,ნინო ჭავჭავაძის პირადი ინიციატივით იქნა გადმოსვენებული თბილისში და მთაწმინდაზე დაკრძალული. (ავტორი გენია.ჯი)
ნინო ჭავჭავაძის ფოტო,რომელიც მის გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე არის გადაღებული
ალექსანდრე გრიბოედოვი