ფრიდერიკ ფრანციშეკ შოპენი – “ეპიზოდი”
“ვარშავულ სასწაულად” წოდებულ გენიალურ პოლონელ კომპოზიტორსა და პიანისტს – ფრიდერიკ ფრანციშეკ შოპენს (1810-1849 წლები),ისევე როგორც სხვა უამრავ გენიოსს,ერთი მეტად უცნაური თვისება ახასიათებდა. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ,მას ძალიან უყვარდა მუსიკალური ნაწარმოებების ფორტეპიანოზე დაკვრა – სრულ სიბნელეში.აღნიშნული თვისება შოპენს ბავშვობაში ჩამოუყალიბდა და როგორც თავად ამბობდა,სწორედ აბსოლუტურ სიბნელეში ეწვეოდა ხოლმე მას მუსიკალური შთაგონების წყარო.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ სხვადასხვა წვეულებაზე მიწვეულ ფრიდერიკს,ფორტეპიანოზე დაკვრის წინ არაერთხელ უთხოვია მასპინძლებისათვის – შუქის ჩაქრობა. (ავტორი გენია.ჯი)