ხორვატი ქალბატონების მოხერხებული ქმედება…
ოსმალეთის იმპერიის მიერ ბალკანური ქვეყნების ოკუპაციის პერიოდში,იმისათვის,რომ ხორვატი ქალბატონები არ დაქვემდებარებოდნენ თავიანთი რელიგიური მრწამსის ძალადობრივად გამოცვლას,ან არანებაყოფლობით ქორწინებას დამპყრობლებზე,ხელებსა და სხვა გამოსაჩენ ადგილებზე სპეციალურად იკეთებდნენ წარმართული ხაზებისაგან შემდგარ ტატუებს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ასეთი ტატუების მქონე ხორვატ ქალებზე დაქორწინება ოსმალი ჯარისკაცებისათვის ყოვლად მიუღებელი მოვლენა გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)